ვიცე-პრემიერი არ გამორიცხავს, რომ მასაც უსმენენ

“ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის უფროსის კახა კალაძის განცხადებით, სასწრაფოდ უნდა დაიწყოს იმის გამოძიება, რაც გუშინ “რუსთავი 2”-ის ეთერით გავრცელდა.
მისი თქმით აუცილებელია ასევე, აღნიშნული აუდიო კადრების ავთენტურობა დადგინდეს.
“მე მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ამ ყველაფერს აკეთებს “ნაციონალური მოძრაობა”, მაშინ როცა ხელისუფლება შეიცვალა, დაიკარგა აპარატურა, რომლითაც მოსმენა იყო შესაძლებელი. მე მაქვს ეჭვი, რომ ეს აპარატურა აქვს “ნაციონალურ მოძრაობას” და უსმენენ ყველას, ვინც მათ სურთ. არ გამოვრიცხავ, რომ მისმენდნენ მეც”, - განაცხადა კალაძემ.