Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში, კადეტთა სამხედრო ლიცეუმის არსებობის ისტორიაში, საახალწლო ნაძვის ხე საზეიმოდ პირველად აინთო

თარიღი : 8-12-2021, 21:59 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, კადეტთა სამხედრო ლიცეუმის არსებობის ისტორიაში, საახალწლო ნაძვის ხე საზეიმოდ პირველად საზეიმოდ აინთო.

ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე გენერალ-მაიორი ზაზა ჩხაიძე, თავდაცვის ძალების დასავლეთ სარდალი ბრიგადის გენერალი კობა გრიგოლია და ლიცეუმის პირადი შემადგენლობა ესწრებოდნენ.

ლიცეუმის დირექტორმა ვიცე-პოლკოვნიკმა მალხაზ გოლეთიანმა სიტყვით მიმართა პირად შემადგენლობას და დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა.

„განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი დღეა ლიცეუმში. დღეს ჩვენ, ერთად ჩავუყარეთ საფუძველი ლამაზ ტრადიციას. გილოცავთ დღევანდელ დღეს, მინდა ბედნიერი 2022 წელი, ჯანმრთელობა და წარმატებები გისურვოთ,“ -განაცხადა მალხაზ გოლეთიანმა.

საღამოზე კადეტებმა მუსიკალური და მხატვრული ნომრები წარმოადგინეს. ღონისძიება კადეტთა ნახატების გამოფენით, ფოიერვერკებითა და სიმღერებით დასრულდა.

საახალწლო განწყობის შესაქმნელად ლიცეუმის სკვერი განათებებითა და საახალწლო აქსესუარებითაა მორთული.


ნანახია: 234-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საიუბილეო ღონისძიებებს თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელი პირები, ასევე,
კადეტთა სამხედრო ლიცეუმს საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ესტუმრა.
ქუთაისში დღეს, კადეტთა სამხედრო ლიცეუმის გახსნიდან 3 წლის აღსანიშნავი ცერემონიალი გაიმართება. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის

ამინდი