Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ‘სოკარ ჯორჯია გაზს’ ყოფილი თანამშრომლისთვის ერთი წლის ხელფასის გადახდა დაავალა

თარიღი : 8-12-2021, 16:48 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საქართველოს პროფკავშირებმა “სოკარ ჯორჯია გაზს” სასამართლო დავა მოუგეს.

პროფკავშირების ცნობით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა ა.ს.-ს საჩივარი და უკანონოდ ცნო ,,სოკარ ჯორჯია გაზის” მიერ დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლება.

“კომპანია მიუთითებდა, რომ ა.ს.-მ, რომელიც კომპანიაში დასაქმებული იყო საავარიო-საექსპლოატაციო განყოფილებაში, უხეშად დაარღვია შრომის ხელშეკრულება და შინაგანაწესი, თუმცა ვერ Მიუთითებდა ხელშეკრულების კონკრეტულ ვალდებულებაზე, რომელიც დასაქმებულმა დაარღვია, ხოლო შინაგანაწესი საქმეში საერთოდ არ იყო წარმოდგენილი. კომპანიამ ვერც დარღვევის უხეში ხასიათის დასაბუთება შეძლო.

სასამართლომ ,,სოკარ ჯორჯია გაზს” კომპენსაციის სახით დასაქმებულისათვის 1 წლის ხელფასის გადახდა დააკისრა,”-ნათქვამია პროფკავშირების განცხადებაში.

მოსარჩელის ინტერესებს სასამართლოში პროფკავშირების გაერთიანების იურისტი ირაკლი მხეიძე იცავს.


ნანახია: 430-ჯერ

მსგავსი სიახლეები
"სოკარ ჯორჯია გაზის" ინფორმაციით, აბონენტებისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდება ეტაპობრივად, 5 მარტის დილის 10:00 საათიდან, საღამოს
შოთა მურღულია მოსახლეობასაც შეხვდა და მიმდინარე პრობლემებს გაეცნო. ადგილობრივები ამბობენ, რომ გუმათში გაზი არასოდეს ყოფილა,
„კათარზისი“, როგორც მზრუნველობამოკლებულ ადამიანთა დაწესებულება, ზესტაფონში 11 წლის წინ ჩამოყალიბდა.
ქუჩების ჩამონათვალი, სადაც ბუნებრივი აირი მოსახლეობას შეზღუდვით მიეწოდება.

ამინდი