კახა კალაძე: შეწუხებული ვარ იმ ფარული ჩანაწერებით, რომელიც გუშინ მოვისმინე
თარიღი : 11-05-2014, 15:50 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა

ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ტელეკომპანია რუსთავი-2-ის ეთერში, გადაცემა „განსხვავებულ აქცენტებში“ გუშინ გასულ იმ ფარულ აუდიო-ვიდეო ჩანაწერს, რომელშიც „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნების გარდა, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებიც მოხვდნენ.
კალაძის თქმით, ის შეწუხებულია იმ ჩანაწერებით, რომელიც გუშინ მოისმინა.
„მრცხვენია იმის, რაც გუშინ რუსთავი-2-მა გააკეთა. 9 წლის განმავლობაში ყოფილ ხელისუფლებას ბიზნესით დაწყებული მედიით დასრულებული, ყველაფერი მუჭში ჰყავდა. ჩვენ თითქმის ორ წელიწადში შევძელით, რომ ყველაფერი თავისუფალი გავხადეთ, მათ შორის მედია. საინტერესო და დასაფიქრებელია, საიდან ჩაუვარდა ხელში რუსთავი 2-ს ის ფარული ჩანაწერები,“ - აცხადებს კახა კალაძე.