Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ხარაგაულის მერია მოსახლეობის საჭიროებების კვლევას იწყებს-რა განცხადებები გაკეთდა მერიაში გამართულ თათბირზე

თარიღი : 6-12-2021, 17:04 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ხარაგაულის მერის პირველმა მოადგილემ ვარლამ ჭიპაშვილმა მოადგილესთან დავით დევდარიანთან და ჯანდაცვის და სოციალური სამსახურის უფროსთან, ნანა კიკნაძესთან ერთად მერის წარმომადგენლებთან თათბირი გამართა. თათბირის ძირითადი თემა სოციალური პროგრამები გახლდათ.

მერის პირველმა მოადგილემ განმარტა, რომ 2022 წელს მერიის მთავარი პრიორიტეტი კვლავ სოციალური ბიუჯეტი იქნება.

ვარლამ ჭიპაშვილმა მერის წარმომადგენლებთან ერთად სოციალური პროგრამებით სარგებლობის შესაძლებლობები განიხილა და ბენეფიციარების მომართვიანობის სახეებზე ისაუბრა.
ამ ეტაპზე მოქალაქეები მერიას ძირითადად საშეშე მერქნით დაკმაყოფილების მოთხოვნით მიმართავენ.

მერის პირველმა მოადგილემ განმარტა, რომ საშეშე მერქნით მხოლოდ განსაკუთრებული საჭიროებების მქონე, სოციალურად დაუცველი ბენეფიციარების დაკმაყოფილება ხდება.

ვარლამ ჭიპაშვილმა მოქალაქეებს ვაქცინაციის პროცესში ჩართვისკენ მოუწოდა და კიდევ ერთხელ გააკეთა განცხადება, რომ მომართვიანობის შემთხვევაში ვაქცინაციის მსურველთა ტრანსპორტირებას მერია უზრუნველყოფს.

სოციალური სამსახურის უფროსმა, ნანა კიკნაძემ განმარტა, რომ ხარაგაულის რეგიონული ჯანდაცვის ცენტრში ვაქცინაციის პროცესი ყოველდღე მიმდინარეობს.

"მოქალაქეებს ყოველდღიურად შეუძლიათ გაიკეთონ სინოფარმის და სინოვაკის ვაქცინა, ხოლო ფაიზერით აცრის მსურველებს შეუძლიათ ა(ა)იპ ჯანდაცვის ცენტრში გაიარონ რეგისტრაცია და მათ ქუთაისის მობილური ჯგუფი მოემსახურება,“- აღნიშნა ნანა კიკნაძემ.

თათბირზე ბავშვთა უფლებების დაცვის და მხარდაჭერის განყოფილების უფროსმა თეა ბერიძემ ახალი პროგრამის შექმნის შესახებ ისაუბრა, რომელიც ორიენტირებული იქნება მუნიციპალიტეტის მასშტაბით მცხოვრები ისეთი ოჯახების ეკონომიკურ გაძლიერებაზე, სადაც არასრულწლოვნები ცხოვრობენ და ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერა სჭირდებათ. მერის წარმომადგენლებს დაევალათ მიეცათ წარმოადგინონ ასეთ ბენეფიციართა მონაცემები, რათა განყოფილებამ საერთო ბაზა შექმნას და სოციალურ პროგრამაზე მუშაობა დაიწყოს.

თათბირზე ასევე ცნობილი გახდა, რომ ხარაგაულის მერია მოსახლეობის საჭიროებათა კვლევას იწყებს. თათბირზე მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსმა, გენდერზე პასუხისმგებელმა პირმა ინგა ბერაძემ მერის წარმომადგენლებს სპეციალური კითხვარები და ინსტრუქციები გადასცა. კვლევის ჩატარება მერის წარმოამდგენელების ჩართულობით იქნება უზრუნველყოფილი.

ხარაგაულში მოსახლეობის საჭიროებათა კვლევა პროექტის-"გენდერული პოლიტიკის ეფექტიანი ლოკალიზაცია’’, ფარგლებში განსახორციელებელი ერთ-ერთი აქტივობაა. საჭიროებათა კვლევის შედეგები 2022 წლის დასაწყისში იქნება ცნობილი.


ნანახია: 344-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი