Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

საირმეში, სასტუმროში, სტუმარს თავზე მინა ჩამოეფშვნა

თარიღი : 6-12-2021, 14:02 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საირმეში, სასტუმრო “ახალ საირმე”-ში სტუმარი დაშავდა.

როგორც დაშავებულის მეგობარი ამბობს, სტუმარს ბანაობის დროს მინა თავზე ჩამოეფშვნა.

“გასულ შაბათ-კვირას მეგობრები ვიყავით დასავენებლად. აბაზანაში შესულ ჩემს მეგობარს ბანაობის შემდეგ მინის კარზე ხელის მოკიდებისთანავე, თავზე ჩამოეფშვნა მთლიანი მინა. გაეჭრა ხელი, ფეხი და აქვს უამრავი დაზიანება. ამ დროს სასტუმროს წარმომადგენელი გვეკითხება: თუ გვყავს მანქანა, რომ საავადმყოფომდე წავიყვანოთ. ჩავსვით ჩვენივე მანქანაში და გადავიყვანეთ საირმის ცენტრში მდებარე პოლიკლინიკაში, სადაც პირველადი დახმარება აღმოუჩინეს. ნაკერები ჰქონდა დასადები, თუმცა პოლიკნიკაში ამის შესაძლებლობა არ იყო, ამიტომ უბრალოდ შეუხვიეს.(მადლობა ექიმებს).

დავბრუნდით სასტუმროში, არანაირი მოკითხვა, არანაირი ყურადღება არც იმ და არც ჩექაუთის დღეს. გავიდა ერთი კვირა, ჩემი მეგობარი, ყოველ დღე ხელის შეხვევებზე დადის, 1 კვირა ხელი უფუნქციოდ აქვს და სასტუმრომ საჭიროდაც არ ჩათვალა, რომ სტუმრის ამბავი გაეგო. იცოდნენ, რომ თბილისში ხელი უნდა გაეკერათ.
ამ შემთხვევაში ჩემი მეგობარი გადარჩა, თუმცა შეიძლება სხვას არ გაუმართლოს. მართალია არ აპირებდა ამ ამბის გასაჯაროებას, მაგრამ რადგან მეც იქ ვიყავი, საჭიროდ ჩავთვალე თქვენთვის მომეყოლა.

თუ მაინც გადაწყვეტთ ამ სასტუმროში დასვენებას, ბანაობას მოერიდეთ ან უკეთეს შემთხვევაში, ჩემი მეგობრის მსგავსად რეაგირების გარეშე არ დატოვოთ,”-ამბობს დაშავებულის მეგობარი.


ნანახია: 383-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი