Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში, ივანიშვილის მიერ დაარსებულ უნივერსიტეტში სიმსივნით დაავადებულ ბავშვებს უმკურნალებენ

თარიღი : 6-12-2021, 12:33 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ადრონული თერაპიის ცენტრის განვითარების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებსა და დაგეგმილ სიახლეებზე საუბრობს.

„ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის დაარსება უდიდესი მნიშვნელობის მოვლენაა განათლებისა და მეცნიერების ინტერნაციონალიზაციის თვალსაზრისით. უნივერსიტეტის იდეისა და კონცეფციის ავტორი ბატონი ბიძინა ივანიშვილია. სწორედ მისი და მისი ოჯახის უაღრესად მნიშვნელოვანი ქველმოქმედების შედეგად ქვეყანაში გაჩნდა მსოფლიო მასშტაბის აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი სივრცე“, – აღნიშნა მინისტრმა.

მიხეილ ჩხენკელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უნივერსიტეტს აქვს სწრაფად მზარდი რეიტინგი, რაც იმის დასტურია, რომ მისი განვითარება სწორი ხედვით მიმდინარეობს. გახსნიდან მეორე წელსვე – 2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, საშუალო საკონკურსო ქულის მიხედვით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი სახელმწიფო უნივერსიტეტებს შორის პირველ ადგილს იკავებს. 2021 წელს სტუდენტთა რაოდენობა 76%-ით გაიზარდა.

უნივერსიტეტში ამჟამად მოქმედი აკადემიური პროგრამები მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის ანალოგს წარმოადგენს. მინისტრის თქმით, არსებული მიდგომა შენარჩუნდება და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ეტაპობრივად შეიქმნება აკადემიური პროგრამები უმაღლესი განათლების სამივე საფეხურისათვის კონკრეტულ სფეროში ლიდერ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით. მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში პირადად შეხვდა ნიუ-იორკის უნივერსიტეტის (NYU) პრეზიდენტს ენდრიუ ჰამილტონს და მასთან ერთად განიხილა ერთობლივი აკადემიური პროგრამების დანერგვის პერსპექტივები. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო პარტნიორობის გაფართოების მიზნით დაგეგმილია ვიზიტი გერმანიაში, სადაც შეხვედრები გაიმართება აკადემიური წრეებისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან. ასევე, გაგრძელდება მუშაობა კონკრეტულ სფეროში ლიდერ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ახალი აკადემიური პროგრამების შესაქმნელად.

უნივერსიტეტის აკადემიურ ცხოვრებაში ქართველებთან ერთად ჩართული არიან ცნობილი უცხოელი პროფესორებიც, რომელთა რიცხვი ეტაპობრივად იზრდება. შედეგად, მინისტრის შეფასებით, ქუთაისში ყალიბდება განათლებისა და მეცნიერების რეგიონული მნიშვნელობის ჰაბი, რომელიც შესაბამისობაში იქნება ევროპულ სტანდარტებთან.

სიტყვით გამოსვლისას მიხეილ ჩხენკელმა ხაზი გაუსვა, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტრატეგიულ განვითარებაში დიდ როლს თამაშობს საერთაშორისო მრჩეველთა საბჭო, რომლის შემადგენლობაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ცნობილი და წამყვანი მეცნიერები არიან, ასევე, ინდუსტრიის მრჩეველთა საბჭო, რომელიც უზრუნველყოფს აკადემიური პროგრამების შექმნის პოლიტიკას და სტუდენტების მომზადებას შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტრატეგიაა, თავის გარშემო გააერთიანოს კერძო სექტორი, გააძლიეროს კავშირი ინდუსტრიასა და მეცნიერებას შორის და ამ გზით შექმნას ძლიერი მეწარმეობა. უნივერსიტეტის ინდუსტრიის მრჩეველთა საბჭოს წევრები არიან ისეთი მსხვილი ორგანიზაციების წარმომადგენლები, როგორიცაა: სიმენსი, ჰილტი ჯგუფი, დელოიტი, პეპ-დიზაინი, ევროპის აერონავტიკის კომპანია (EADS), გერმანიის ბიზნეს ასოციაცია (DWV), ბიზნეს ლიდერთა ფედერაცია „ქალები მომავლისათვის“, საქართველოს ბიზნეს ასოციაცია, ამერიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატა საქართველოში.

მინისტრმა ვრცლად ისაუბრა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადრონული თერაპიის ცენტრის შესახებ, რომლის განსავითარებლად ბოლო პერიოდში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. ცენტრი ფონდ „ქართუს“ მიერ არის დაფინანსებული და მასში განთავსდება ორი ციკლოტრონი, რომელთა დამზადება ამჟამად მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან კომპანიაში (IBA) მიმდინარეობს. ერთი ციკლოტრონი მოხმარდება სიმსივნის მკურნალობას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სიმსივნით დაავადებული ბავშვებისთვის. მკურნალობა შესაძლებელი იქნება ულტრათანამედროვე მეთოდით – პროტონული თერაპიით – ეს არის სხივური თერაპიის ფორმა, რომელიც ებრძვის მხოლოდ დაზიანებულ უჯრედებს, ხოლო ჯანსაღი უჯრედები უვნებელი რჩება. მეორე ციკლოტრონი განკუთვნილი იქნება სამეცნიერო-კვლევითი პროცესისთვის სამედიცინო და ბირთვულ ფიზიკაში. მიხეილ ჩხენკელის თქმით, ის ფაქტი, რომ ერთი ციკლოტრონი მთლიანად კვლევისთვის იქნება განკუთვნილი, განსაკუთრებულ დაინტერესებას იწვევს საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების მხრიდან. არაერთმა ცნობილმა უცხოელმა მეცნიერმა უკვე გამოთქვა სურვილი, ქართველ მეცნიერებთან ერთად ჩაერთოს კვლევით პროცესში.

მინისტრმა ისაუბრა ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრების შესახებ მსოფლიოს წამყვან მკვლევრებთან ონკოლოგიისა და პროტონული თერაპიის მიმართულებით. ქალაქ ბოსტონში გაიმართა შეხვედრა მოლეკულური მედიცინის ინსტიტუტსა და ჯოსლინის ცენტრში, რომელიც ჰარვარდის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლასთან არის აფილირებული. ამერიკელ მეცნიერებმა ადრონული თერაპიის ცენტრთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს, რაც იმას ნიშნავს, რომ სულ მალე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის გახდება მსოფლიო მნიშვნელობის სამეცნიერო კერა.

ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ჩხენკელმა ფონდ „ქართუსა“ და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ხელმძღვანელებთან ერთად მონაწილეობა მიიღო ამერიკის რადიაციისა და ონკოლოგიის საზოგადოების ყოველწლიურ შეხვედრაში (ASTRO 2021), რომელიც ქალაქ ჩიკაგოში გაიმართა. მიღწეულ იქნა შეთანხმება ადრონული თერაპიის ცენტრის თანამშრომლობის თაობაზე სამედიცინო აპარატურის მწარმოებელ, დარგის წამყვან კომპანიებთან, როგორც დიაგნოსტიკის, ასევე მკურნალობის მიმართულებით. მინისტრის თქმით, დაიწყება მჭიდრო თანამშრომლობა კარლ ცაისის კომპანიასთან: დაგეგმილია უნივერსიტეტში თანამედროვე მიკროსკოპული ლაბორატორიის მოწყობა.

ამერიკაში ვიზიტისას მინისტრი ასევე შეხვდა მსოფლიო რანგის წამყვან ამერიკელ მეცნიერს, ნორთვესტერნის უნივერსიტეტის ჩიკაგოს პროტონული ცენტრის სამედიცინო ფიზიკისა და დოზიმეტრიის დირექტორს, ნორთვესტერნის უნივერსიტეტის რადიაციული ონკოლოგიის პროფესორს, მარკ პანკეკს. შეხვედრისას მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომ პროფესორი პანკეკი ადრონული თერაპიის ცენტრის მრჩეველთა საბჭოს წევრი გახდება და კლინიკურ და კვლევით პროცესებში აქტიურად ჩაერთვება.

სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა ასევე ისაუბრა მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის შესაძლებლობები განხილვის მიზნით პოლონეთის ბირთვული კვლევების ეროვნული ცენტრის (NCBJ) დელეგაციასთან გამართული შეხვედრის შესახებ. დელეგაციას ცენტრის გენერალური დირექტორი კრიშტოფ კურეკი ხელმძღვანელობდა, რომელმაც დადებითად შეაფასა ადრონული თერაპიის ცენტრის კონცეფცია და აღნიშნა, რომ ეს არის ბრწყინვალე საჩუქარი ქვეყანაში მეცნიერების განვითარებისთვის. მისი თქმით, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ სამეცნიერო კვლევები ცენტრში ულტრათანამედროვე ციკლოტრონის მეშვეობით წარიმართება, რისი შესაძლებლობაც ბევრი განვითარებული ქვეყნის კვლევით ცენტრს არ აქვს. დელეგაციის ხელმძღვანელმა ადრონული თერაპიის ცენტრთან თანამშრომლობის მზაობა გამოთქვა.


ნანახია: 342-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი