Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში რესტორნები სტუმრებს ე.წ. მწვანე პასპორტის გარეშე მიიღებენ

თარიღი : 5-12-2021, 00:21 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
მიმდინარე წლის პირველი დეკემბრიდან ე.წ. მწვანე პასპორტის გარეშე პირებს რესტორნებში შესვლა ეკრძალებათ. “მწვანე სტატუსი” კი ადამიანს იმ შემთხვევაში ეძლევა, თუ ის სრულად ვაქცინირებულია ან უკვე გადატანილი აქვს ვირუსული ინფექცია.

რეგულაციას უპასუხა ქუთაისში არსებული ბარ-რესტორნების ნაწილმა. კერძოდ, მათი ნაწილი სტუმრებს ტესტირებას ადგილზე სთავაზობს.

იდეა რესტორან “ამირანს” ეკუთვნის.

“ამიერიდან მწვანე პასპორტის არ ქონა უკვე აღარ შეგიქმნით დაბრკოლებას საყვარელ გარემოში სტუმრობისათვის! ჩვენს რესტორანში დღის განმავლობაში პროფესიონალთა ჯგუფი იმუშავებს, რათა თქვენ ყველანაირი ძალისხმევის გარეშე, სრულიად უფასოდ, ჩაიტაროთ ვირუსის ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტი, რის საფუძველზეც ჩვეულებისამებრ შეძლებთ ჩვენი მომსახურებით სარგებლობას,”-ნათქვამია რესტორნის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

წამოწყებას შეუერთდა ბარ-რესტორანი “სახლში”.

“ძალიან მაგარი სიახლე ჩვენი სტუმრებისთვის!

თუ თქვენ არ გაქვთ მწვანე პასპორტი, ხვალიდან სახლში სწრაფი ტესტების ადგილზე გაკეთების შესაძლებლობა გექნებათ. იმ ადამიანებს, ვისაც მწვანე პასპორტი არ აქვს, ლაბორატორიის ექიმი სპეციალურად განთავსებულ სივრცეში მოემსახურება და რამდენიმე წუთში სწრაფი ტესტის პასუხს ბაზაში განათავსებს.

ჩვენ ვზრუნავთ თქვენი კომფორტისთვის. ჩვენი სტუმრებისთვის ტესტები სპეციალურ, სიმბოლურ ფასად იქნება,”-ნათქვამია ბარ-რესტორან “სახლი”-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


ნანახია: 1352-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი