ბელა ბასილაძე-საქართველოს საუკეთესო მოთამაშე ქუთაისიდან
თარიღი : 4-12-2021, 18:30 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ბელა ბასილაძე ბალახის ჰოკეის მოთამაშე და მწვრთნელია. ბელა ადგილობრივი და საერთაშორისო არაერთი ტურნირის გამარჯვებულია. 2018-2020 წლებში ის საქართველოს საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.
ბელას სპორტული კარიერა 2002 წელს დაიწყო. ბალახის ჰოკეი აირჩია, რადგან თვლის, რომ ის სპორტის სხვა სახეობებისგან განსხვვებული და ორიგინალურია.
მისი თქმით, სპორტი არა მხოლოდ ჯანრმთელობა, არამედ მეგობრობა და ჯგუფური მუშაობაა, ხოლო სპორტის სფეროში მოღვაწე ადამიანები დადებითი და ერთგული ადამიანები არიან.