Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"მოვუწოდებ სახელმწიფოს ააღორძინოს სპორტის ყველა სახეობა, რათა სახელი გავითქვათ ქართველებმა"

თარიღი : 10-05-2014, 20:05 | კატეგორია: საზოგადოება   
topnews.com.ge
„მე ვურჩევ ახალგაზრდებს, ცოტა ხნით მაინც მოშორდნენ კომპიუტერს, აიღონ სპორტსმენებისაგან მაგალითი, დაკავდნენ სპორტით და ეს მათ ცხოვრებაში გამოადგებათ,“ - ახალგაზრდებისა და თანატოლებისათვის რჩევის მიცემით იწყებს საუბარს სპორტსმენი გიორგი ლომთაძე, რომელიც საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-სა და ქუთაისის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ერთობლივი პროექტის „იყავი აქტიური, გქონდეს შენი ჯანსაღი სტილი“-ს მორიგი სტუმარია.
21 წლის გიორგი ლომთაძე 6 წელია სპორტის იმ სახეობით არის დაკავებული, რომელსაც ძალოსნობა ჰქვია. სპორტულ კარიერაში გიორგის მიღწევებს შორისაა 17, 20 და 23 წლამდე ევროპის ჩემპიონობა. სპორტული კარიერის სასარგებლოდ მის მიერ არჩევანის გაკეთებაში როგორც თვითონ ამბობს, დიდი წვლილი ოჯახმა ითამაშა.
„მამა მოქმედი ტრენერი იყო. ერთხელ დარბაზში მიმიყვანა და მომეწონა სიმძიმეებთან ჭიდილი. სპორტში წარმატება და შედეგი ადვილად არ მიღწევა. მას დაუღალავი შრომა სჭირდება. სპორტის ყველა სახეობას ადამიანისათვის ჯანმრთელობა და სიძლიერე მოაქვს. სპორტი აძლიერებს ადამიანს,“ - აცხადებს სპორტსმენი.
გიორგი ლომთაძე თვლის, რომ სპორტისა და ცხოვრების ჯანსაღი წესით ახალგაზრდებისა და მომავალი თაობის დაინტერესების მიზნით, სახელმწიფომ სპორტის ყველა სახეობაში ფული უნდა ჩადოს.
„საქართველოში ახალგაზრდების 50% სპორტითაა დაკავებული. დარჩენილი 50% კი-არა. ამ მაჩვენებელს ძალიან ცუდ შედეგად მივიჩნევ. ახალგაზრდებს ვურჩევ, რომ ცოტა ხნით მაინც მოშორდნენ კომპიუტერს. სახელმწიფომ კი გარკვეული პროპაგანდა უნდა აწარმოოს, რათა ადამიანებმა მიხვდნენ, რომ ჯანსაღი ცხოვრება სასარგებლოა. მოვუწოდებ სახელმწიფოს, ააღორძინოს სპორტის ყველა სახეობა, რათა სახელი გავითქვათ ქართველებმა,“ - აცხადებს სპორტსმენი.

„სპორტისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზება, ახალგაზრდების დაინტერესება სპორტით, სპორტსმენების გაცნობა და მედიის მხრიდან მათი მხარდაჭერა,- ეს იმ პროექტის მიზნებია, რომელიც ქუთაისის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის ხანგრძლივობა 3 თვეს მოიცავს.


ნანახია: 2432-ჯერ

მსგავსი სიახლეები
„სპორტი ჩემთვის მხოლოდ გატაცება არ არის. სპორტი ჩემი ცხოვრებაა“, -ამბობს ქუთაისელი სპორტსმენი კონსტანტინე ხვისტანი.
ქუთაისელი სპორტსმენი ახალგაზრდებს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ახალგაზრდებს ვარჯიში და ცხოვრების ჯანსაღი წესის აყოლა ან ეზარებათ
გუგა კიბორძალიძე 7 წელია ძიუდოთი არის დაკავებული. პარალელურად სამბოშიც ვარჯიშობს. სპორტულ ცხოვრებაში მაგალითი მამისგან აიღო,
სპორტსმენი რაულ ცირეკიძე ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონია. 27 წლის სპორტსმენი სპორტის ამ სახეობით 10 წლის ასაკიდან არის დაკავებული.
ქეთი კირიაკიდი ცხოვრების ჯანსაღი წესისა და სპორტის მიმართ ახალგაზრდების ნაკლებად დაინტერესებას მათ ინდიფერენტულობაში ხედავს.
რაც შეეხება სპორტის მიმართ ახალგაზრდების ინტერესს, როსტომ ხახალეიშვილი თვლის, რომ დღეს ახალგაზრდების დიდი ნაწილი სპორტის ისეთი

ამინდი