Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

‘საქართველოში ყოველწლიურად, საშუალოდ სისხლის გადასხმა 15000 ადამიანს სჭირდება,’-ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის თანამშრომლებმა სისხლი გაიღეს

თარიღი : 4-12-2021, 00:09 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის თანამშრომლები სისხლის უანგარო დონორთა აქციაში ჩაერთვნენ. ქუთაისის ,,სისხლის ცენტრისა" და საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ ორგანიზებული აქციის მიზანს საქართველოში უანგარო დონაციის პოპულარიზაცია და საჭიროების მქონე ყველა პაციენტისთვის უსაფრთხო სისხლის ხელმისაწვდომობა წარმოადგენდა.

საქართველოში ყოველწლიურად, საშუალოდ სისხლის გადასხმა 15000 ადამიანს სჭირდება. სისხლის გაცემა კი დონორის ორგანიზმს აჯანსაღებს.

ამჟამად ქუთაისის ,,სისხლის ცენტრი" დონორებს ოთხ ლოკაციაზე ემსახურება: კრისტინა კილის სახელობის ონკოლოგიის ცენტრში, ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში, მ. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ჰოსპიტალსა და ქობულეთის რეფერალურ ჰოსპიტალში.

დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის თანამშრომლები სისხლის უანგარო დონორთა აქციაში მონაწილეობას უკვე მეოთხედ იღებენ.


ნანახია: 353-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სისხლის უანგარო დონაციის აქცია ბავშვთა საერთაშორისო დღეს ეძღვნება.

ამინდი