Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის საკრებულოს კვლავ ირაკლი შენგელია უხელმძღვანელებს

თარიღი : 3-12-2021, 15:29 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
მომდევნო 4 წლის განმავლობაში ქუთაისის საკრებულოს კვლავ ირაკლი შენგელია უხელმძღვანელებს. საკრებულოს წევრებმა ახალი ვადით თავმჯდომარე ფარული კენჭისყრით აირჩიეს.

ირაკლი შენგელია თავმჯდომარე “ქართული ოცნების” გუნდის სრული შემადგენლობის მხარდაჭერით გახდა. მას მხარი “ქართული ოცნების” 18 -ვე დეპუტატმა დაუჭირა.

საკრებულოს თავმჯდომარეობისათვის ასევე იბრძოდა “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი ბესიკ ბრეგაძე. მას მხარი საკრებულოს 14-მა დეპუტატმა დაუჭირა.

ქუთაისის საკრებულოს 35 წევრიდან თავმჯდომარის არჩევნებში
32 წევრი მონაწილეობდა.


ნანახია: 378-ჯერ

მსგავსი სიახლეები
კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო "ნაციონალურმა მოძრაობამ"

ამინდი