Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის მერობის კანდიდატი: მე ტყუილი დაპირებებით და კოშკებით არ მოვდივარ

თარიღი : 10-05-2014, 18:39 | კატეგორია: პოლიტიკა   
topnews.com.ge
“ქართული ოცნების“ ქუთაისის მერობის კანდიდატმა შოთა მურღულიამ ქალაქის ორ საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაასახელა.
ნიკეას უბანში გამარჯვებისათვის ირმა პეტრიაშვილი იბრძოლებს, რომელიც პოლიტოლოგი და უცხო ენათა სპეციალისტია. რაც შეეხება ვაკისუბნის სამაჟორიტარო ოლქს, აქ მმართველმა პარტიამ ლაშა გვენეტაძის კანდიდატურა დაასახელა. გვენეტაძე, რომელიც პროფესიით იურისტია, შემოსავლების სამსახურის ადმინისტრაციულ დეპარტამენტში მუშაობს.
„მე ტყუილი დაპირებებით და კოშკებით არ მოვდივარ. ჩვენ დღეს გარეუბნებიდან დავიწყეთ მაჟორიტარების წარდგენა. ყველაფერი ცენტრში არ უნდა იყოს. 24 საათიანი სამუშაო რეჟიმი უნდა იყოს და მე ეს დავამტკიცე. შაბათი და კვირა არ არსებობს ჩემთვის. განსაკუთრებული მოვლა და ყურადღება სჭირდება ამ ქალაქს. არ გვინდა იყოს ქალაქი, სადაცხ მერებს ყოველ ორ კვირაში ცვლიან. ხელისუფლებას სჭირდება კონტროლი,“ - განაცხადა მერობის კანდიდატმა შოთა მურღულიამ სულხან-საბას ქუჩის მოსახლეობასთან შეხვედრისას.
მაჟორიტარი დეპუტატების განცხადებით, ისინი მათი უბნების პრობლემებს კარგად იცნობენ. ხოლო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ადგილობრივ თვითმმართველობასა და მოსახლეობას შორის ერთგვარი ხიდის ფუნქციას შეასრულებენ.
„დაბურულ მინებსა და ჟალუზებს არ ამოვეფარები. საერთოდ არ დავიმალები. მართლა გაგიმართლებთ იმედებს,“ - განაცხადა მაჟორიტარობის კანდიდატმა ლაშა გვენეტაძემ.
ქუთაისში სულ 10 სამაჟორიტარო ოლქია. მაჟორიტარობის კანდიდატებს შორის კი სამი ქალია.


ნანახია: 2260-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქალაქ-მუზეუმის სამაჟორიტარო ოლქში ექიმი თეიმურაზ ნადირაძე იყრის კენჭს, უქიმერიონის სამაჟორიტარო ოლქში ასევე პროფესიით ექიმი
მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენაზე მისული მხარდამჭერების განმარტებით, ისინი 15 ივნიის ყველაზე საიმედო პოლიტიკურ გაერთიანებას
შოთა მურღულია კანდიდატებთან ერთად ავტომშენებლიდან ავტოქარხანამდე ფეხით გავიდა და გზად მოსახლეობის პრობლემებს ეცნობოდა.
შოთა მურღულიას თქმით, საარჩევნო კამპანიის დროს მოსახლეობასთან შეხვედრებზე გაჟღერებული პრობლემური საკითხები ჩანიშნულია და
„ეს ქალაქი ჩვენია. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ მასზე,“ - ამგვარად მიმართა ქუთაისში, ასსაფეხურიან კიბეებთან შეკრებილ „ქართული ოცნების“
ბაბუხადია, რომელიც პროფესიით ექიმია, „ნაციონალების“ახალი სახეა. გია თევდორაძე მოსახლეობას წყალმომარაგების პრობლემის მოგვარებას
[online][/online]
[offline][/offline]
: merab , Гости | 11.05.14 | 
ძალიან გამახარა ბატ.შოთა მურღულიას არჩევანმა,ბევრი მსმენია დასახელებული კანდიდატების პატიოსნებაზე და იმედია სხვებიც დიდი სიხარულით შეჰყურებენ ჩვენი ქალაქის ბედნიერ მომავალს!

ამინდი