Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

„ის, რომ კალენდარზე 3 დეკემბერი აღინიშნება, როგორც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე, თითოეულ ჩვენთაგანს გვახსენებს იმას, რომ ერთად ვიზრუნოთ მათი ყოველდღიური ცხოვრება ადაპტირებული იყოს ჩვენს საზოგადოებრივ ცხოვრებასთან"

თარიღი : 3-12-2021, 12:03 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ბავშვთა პარასპორტის განვითარების შესახებ ისაუბრეს მუნიციპალიტეტის მერიაში გამართულ ღონისძიებაზე, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით ჩატარდა.

შეხვედრას მუნიციპალიტეტის მერი ვასილ გველესიანი, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის სოციალური მომსახურების განვითარების პროგრამის კოორდინატორი, ზურაბ ტატანაშვილი, ბავშვთა პარასპორტის განვითარების ასოციაციის პრეზიდენტი, ხათუნა საგანელიძე, ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრის ხელმძღვანელი, ჟანა ფერაძე და საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ღონისძიების მთავარ მიზანს შშმ პირთა საზოგადოებაში ინტეგრაცია და ამ მიმართულებით ყველა საჭირო სერვისიის განვითარებისთვის ზრუნვა, მუნიციპალიტეტში წარმატებული პროგრამების დანერგვა და განხორციელება წარმოადგენდა, რომელთა შორისაა „ბავშვთა პარასპორტის“ განვითარება.

„ის, რომ კალენდარზე 3 დეკემბერი აღინიშნება, როგორც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე, თითოეულ ჩვენთაგანს გვახსენებს იმას, რომ ერთად ვიზრუნოთ მათი ყოველდღიური ცხოვრება ადაპტირებული იყოს ჩვენს საზოგადოებრივ ცხოვრებასთან. მოხარული ვარ, რომ დღეს ამ ღონისძიების მასპინძლები ვართ და ერთად განხორციელებული, წარმატებული პროგრამებით, ნამდვილად შევცვლით მათ ცხოვრებას“, -განაცხადა ვასილ გველესიანმა.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ნამუშევრების გამოფენა.


ნანახია: 356-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ღონისძიებაში მონაწილეობა ქუთაისის ვიცე-მერმა მიიღო.
ქუთაისის მერიამ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა უფლებების დამცველი საუკეთესო მუნიციპალიტეტის კონკურსში გაიმარჯვა.
კონფერენციაზე შშმ პირთა უფლებების დაცვასა და სამოქალაქო აქტივიზმზე ისაუბრეს.

ამინდი