ზესტაფონი-ჭიათურის დამაკავშირებელ გზას რეაბილიტაცია უტარდება
თარიღი : 2-12-2021, 14:36 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის ორივე მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ხორციელდება.
აღნიშნული საავტომობილო გზის კმ84-კმ107 მონაკვეთზე სამუშაოებს აწარმოებს კომპანია "New Road"-ი. პროექტის ფარგლებში, მიმდინარეობს შემდეგი სამუშაოები: სუსტი გრუნტების ექსკავაცია შევსება ქვიშახრეშით და დატკეპნა კატოკით, ბეტონის სანიაღვრე მილების მოწყობა სათავისებით, რკინა-ბეტონის კედლების მოწყობა, ძველი ასფალტ-ბეტონის ფრეზირება და საფარის ქვედა ფენის მსხვილმარცვლოვანი ცხელი ასფალტ-ბეტონის დაგება. პირველი მონაკვეთისთვის პროექტის ღირებულება 24 მილიონ ლარს შეადგენს.
პარალელურად, გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ70-კმ82 მონაკვეთზე მიმდინარეობს გზის დაკვალვის და ძველი ასფალტ-ბეტონის ფრეზირების სამუშაოები. აღნიშნული მონაკვეთისთვის პროექტის ღირებულება შეადგენს 15 მილიონ ლარს, ხოლო სამუშაოებს კომპანია "გზები" აწარმოებს.
გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის ორივე მონაკვეთზე პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულება 2023 წელს არის დაგეგმილი.