გეგუთის ციხეში გარდაცვლილი პატიმრის ოჯახი გამოძიების დაჩქარებას ითხოვს
თარიღი : 10-05-2014, 16:29 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი

გეგუთის ციხეში გარდაცვლილი 25 წლის ავთო მაისურაძის ოჯახის წევრები პატიმრის სიკვდილის ოფიციალურ ვერსიას არ ენდობიან.
როგორც მაისურაძის დედამ ინგა მაისურაძემ განაცხადა, მისი შვილი იმავე კოლონიაში გარდაცვლილი ბათუმელი გიგა ფარტენაძის მკვლელობის შესახებ ინფორმაციას ფლობდა, რის გამოც მოკლეს. გარდაცვლილი პატიმრის დედის თქმით, მის შვილს ძლიერ ფსიქოტროპულ წამლებს აძლევდნენ, მაშინ როდესაც ის ციხეში სრულიად ჯანმრთელი შევიდა.
"ვფიქრობ, რომ გიგა ფარტენაძის და ჩემი შვილის გარდაცვალება არის ერთმანეთთან დაკავშირებული, იმიტომ, რომ იმ სისტემაში რაღაც უკანონო მოხდა და ჩემი შვილი წავიდა ამის წინააღმდეგ. ფარტენაძის მკვლელობაზე, ვფიქრობ, ჩემმა შვილმა აღიმაღლა ხმა, ის წამლებით გააბრუეს, შემდეგ კი მოეხმარნენ იმ ქვეყანაში გადაბარგებაში. ფსიქოტროპულ მედიკამენტებს აძლევდნენ ჩემს შვილს. ჩემი შვილის და ფარტენაძის გარდაცვალება არის მკვლელობა, რაც სასჯელაღსრულების სისტემის დიდი ხარვეზი და დანაშაულია", - აღნიშნა ინგა მაისურაძემ.
გარდაცვლილის ოჯახი გამოძიების დაჩქარებას და ინფორმაციის მიწოდებას ითხოვს. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე უფლებადამცველმა თამაზ ბაკურიძემ განაცხადა, პატიმრების გარდაცვალების საკითხზე პასუხისმგებლობა სახელმწიფომ უნდა აიღოს.
ავთო მაისურაძე გეგუთის ციხეში 23 მარტს გარდაიცვალა.