ქუთაისის მერიის იურისტი ყოფილი თანამშრომლის ბრალდებებს პასუხობს
თარიღი : 10-05-2014, 12:12 | კატეგორია: სამართალი

ქუთაისის მერიის იურისტი ირაკლი გიორგაძე იმ ბრალდებებს პასუხობს, რომელიც ქალაქის მერიის ყოფილმა თანამშრომელმა მერი კახიანმა მერის მოვალეობის ასევე ყოფილი შემსრულებლის შოთა მურღულიას მისამართით გააჟღერა. კახიანი მურღულიას დოკუმენტაციების გაყალბებასა და ნეპოტიზმში ადანაშაულებს.
გიორგაძის თქმით, ქალაქის მერიას მერი კახიანისათვის გაცემული დახასიათება არ გაუყალბებია.
„საკადრო საკითხებზე პასუხისმგებელი განყოფილება მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დაქვემდებარებაში არის და დახასიათების გაცემაზე ვალდებული ეს სამსახური იყო. დახასიათება შედგენილია ისე, როგორც უნდა იყოს. აქ აღნიშნულია კახიანი რა ვადაში მუშაობდა მერიაში. ნათქვამია, რომ მისი მუშაობის პერიოდში კახიანის მიმართ არც ადმინისტრაციული და არც წახალისების ზომა არ ყოფილა გამოყენებული. შოთა მურღულიას ეს დახასიათება არ გაუცია. სიყალბე აქ არ არის და მურღულია ვერც გააყალბებდა,“ - აცხადებს გიორგაძე.
რაც შეეხება კახიანის მეორე ბრალდებას ნეპოტიზმთან დაკავშირებით, გიორგაძე ამბობს, რომ შოთა მურღულიას მამა ლევან მურღულია, რომელიც მერიის ზედამხედველობის სამსახურში მუშაობს, აღნიშნულ თანამდებობას 2009 წლის ნოემბრიდან იკავებს და ის პროფესიონალია.
„მურღულიას მამა არ დაუნიშნავს ამ თანამდებობაზე. ზედამხედველობის სამსახური თანამდებობრივად მერის საკურატორო სფეროში არ შედის,“ - ამბობს გიორგაძე.