Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის ვიცე-მერობის ყოფილმა კანდიდატმა პოლიტიკურ საქმიანობაზე უარი თქვა

თარიღი : 30-11-2021, 13:59 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა   
topnews.com.ge
იმედა კლდიაშვილმა პარტია გირჩი - მეტი თავისუფლება დატოვა. ამის შესახებ ის თავის ფეისბუქგვერდზე წერს. თვითმმართველობის არჩევნების პერიოდში კლდიაშვილი ქუთაისის ვიცე-მერობის კანდიდატი იყო.

"ამ ადგილობრივი არჩევნების პერიოდში ბევრი რამ მოხდა, ბევრი რამ გავიგე ახალი და საკმარისი გამოცდილებაც მივიღე რომ რაღაც დასკვნები გამეკეთებინა.
ახლა ახალი ეტაპი იწყება - არჩევნების მერე პერიოდი. პირადად მე არჩევანი უნდა გამეკეთებინა გავაგრძელებდი თუ არა გირჩი მეტი თავისუფლების პოლიტიკოსად პოზიციონირებას და ზოგადად პარტიულ საქმიანობას.

პოლიტიკოსობას და ზოგადად პარტიულ საქმიანობას დიდი რესურსი ჭირდება, როგორც დროითი, ასევე ფინანსური რაც სამწუხაროდ ამ ეტაპზე მე არ მაქვს.

იყო აზრობრივი განსხვავებები, როგორ საარჩევნო პერიოდში მიღებულ გადაწყვეტილებებზე, ასევე როგორი უნდა იყოს განვითარების შემდეგი ეტაპები.

მოკლედ ბევრი რომ არ გავაგრძელო ვტოვებ გირჩი - მეტი თავისუფლებას", - წერს კლდიაშვილი.


ნანახია: 454-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საღამო გაიმართება 'გირჩი'-ს ქუთაისის ოფისში 19:00 საათზე.

ამინდი