Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

2022-2023 წლებში ქუთაისში დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ზედამხედველობას მერიის მიერ შერჩეული კომპანია გაუწევს

თარიღი : 30-11-2021, 11:24 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის მერია 2022-2023 წლების განმავლობაში ქალაქში განსახორციელებელი 50 000 ლარზე მეტი სახელშეკრულებო ღირებულების ინფრასტრუქტურული ობიექტების სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველს ეძებს. საზედამხედველო მომსახურების გაწევაზე პასუხისმგებელი ორგანიზაციის გამოვლენის მიზნით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ ტენდერი გამოაცხადა.

ტენდერის პირობების მიხედვით, ზედამხედველს ასევე ევალება 2021 წელში დაწყებული და მრავალწლიანი სამშენებლო სამუშაოების საზედამხედველო მომსახურება სამუშაოების დასრულებამდე. ზედამხდველობა კი ისეთ სამუშაოებზე მოხდება, როგორიცაა: გზები, წყალმომარაგება, ხიდები, შენობების მშენებლობა/რეაბილიტაცია, სკვერები.

ტენდერში მონაწილეობის მსურველთა მხრიდან წინადადებების მიღება 25 დეკემბრიდან დაიწყება და 30 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 1`050`000.00 ლარს შეადგენს.


ნანახია: 236-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, ნიკეას დასახლებაში მდებარე ნაგავსაყრელის კეთილმოწყობის სამუშაოების შესყიდვის მიზნით, „მყარი ნარჩენების მართვის
ტენდერში მონაწილეობის მსურველთა მხრიდან განაცხადების მიღება სამ სექტემბერს იწყება და ხუთი სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
ტენდერში, რომლის შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 4 688 ლარია, დაინტერესებული პირების მხრიდან განცხადებები 14–დან 19 დეკემბრის

ამინდი