Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში მეკლდევეებისათვის საცოცი კედლები მოეწყობა

თარიღი : 29-11-2021, 18:39 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის მერის მოადგილემ ირაკლი ქარქაშაძემ და საქართველოს მეკლდეურთა ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა მირზა ლიპარტელიანმა ქალაქში ის ადგილები დაათვალიერეს, სადაც ახლო მომავალში შესაძლებელი იქნება საცოცი კედლების მოწყობა.

როგორც ცნობილია, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის თეა წულუკიანის გადაწყვეტილებით, მეკლდეურობა სპორტის ოლიმპიურ სახეობად დასახელდა და მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიწყო მეკლდეურობის პოპულარიზაციისთვის ხელისშეწყობის პროცესი.

ამ ეტაპზე ქუთაისში ორი ადგილია შერჩეული: აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის სპორტულ დარბაზში მოეწყობა მეკლდეურთათვის სავარჯიშო კედელი, ხოლო მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში თანამედროვე სტანდარტების საცოცი კედელი, რომელიც საერთაშორისო ტურნირებს უმასპინძლებს.

“ქუთაისს აქვს ალპინიზმის და მეკლდეურობის კარგი ტრადიციები და მოხარული ვართ, რომ სამინისტროს და მეკლდეურთა ეროვნული ფედერაციის მხარდაჭერით, მალე ქალაქში გვექნება თანამედროვე საცოცი კედლები. მჯერა, ჩვენი სპორტსმენები წარმატებებსაც მალე მიაღწევენ სპორტის ამ სახეობაში,”-განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.


ნანახია: 422-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საქართველოში მეკლდეურობისთვის დღემდე არსებული საინტერესო ადგილების ჩამონათვალს სულ მალე ხარაგაულიც შეუერთდება.
ქუთაისში არსებული მთამსვლელთა და მოგზაურთა კლუბი 'თეთნულდი' ქალაქის მერს შოთა მურღულიასა და მერიის სპორტის განყოფილებას მიმართავს.
სკეიტბორდის მოედანი ქუთაისი მერმა გიორგი ჭიღვარიამ შვილთან და იმ ახალგაზრდებთან ერთად გახსნა, რომლებიც პარკის მოწყობას 7 წლის
რამდენიმე წელია, რაც ქუთაისში, მთამსვლელთა და მოგზაურთა კლუბი "თეთნულდი" ხელოვნური საცოცი კედლის მოწყობას ითხოვს.

ამინდი