Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

წყალტუბოში სამკურნალო წყაროების რეაბილიტაციის პროცესი დაიწყო

თარიღი : 10-05-2014, 11:35 | კატეგორია: ახალი ამბები, სხვადასხვა   
topnews.com.ge
წყალტუბოში ახალი სეზონისთვის ემზადებიან. ადგილზე წყაროების რეაბილიტაციის პროცესი უკვე დაიწყო და თვის ბოლომდე დასრულდება. სრული რეაბილიტაციისთვის განსაზღვრული სამუშაოები კი ოქტომბრის ბოლომდე გასტანს. ამ ეტაპზე ე.წ. # 6 აბაზანის სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.
„სრული რეაბილიტაცია ოქტომბერში დარულდება და უკვე შევძლებთ დღეში დაახლოებით 1400-1500 დამსვენებელს მოვემსახუროთ.
რაც შეეხება წლევანდენ სეზონს, სრული დატვირთვით მუშაობის შემთხვევაში პროცედურების გაკეთებას 800–ზე მეტი ვიზიტორი შეძლებს. აქ ჩამოდიან ბელორუსიიდან, უკრაინიდან, აზერბაიჯანიდან და სხვა ქვეყნებიდან. მინერალური წყლების განსაკუთრებულობა იმაში მგომარეობს, რომ მისი ბუნებრივი ტემპერატურა 33-35 გრადუსია, რაც მისი ყოველგვარი დამუშავების გარეშე გამოყენების საშუალებას იძლევა. ",–ამბობს წყალტუბოს ბალნეოსერვისის დირექტორი მზია ჟორჟოლიანი.
დირექტორის თქმით, დაახლოებით 8 თვეში დასრულდება №1 წყაროს აღდგენა, განახლებული დიზაინით, ინტერიერით, სხვადასხვა პროცედურებით, შემდეგ ეტაპზე კი მოხდება წყაროების პროფილური აღდგენა, ბავშვებისთვის და სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის. ასევე, დაგეგმილია უროლოგიური და ჰიდროკორონოგრაფიის კაბინეტების გახსნა, შეძენილია ძვირადღირებული აპარატურა.
აღსანიშნავია, რომ მრავალფუნქციური და მრავალთვისობრივ წყაროებს გარდა სამედიცინო დატვირთვისა, ისტორიული ღირებულებაც აქვს. თავის დროზე იგი სპეციალურად სტალინისთვის აიგო.
საკურორტო სეზონი წყალტუბოში 1 ივნისს გაიხსნება.


ნანახია: 1836-ჯერ

მსგავსი სიახლეები
გაზიფიკაციის სამუშაოები შემოდგომაზე დასრულდება და ბუნებრივი აირით სარგებლობას 400-მდე აბონენტი შეძლებს.
აღნიშნულის შესახებ განცხადება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებელმა კოსტანტინე მამისეიშვილმა გააკეთა .
ერთკილომეტრიანი მონაკვეთის სრული რეაბილიტაცია ორ დღეში დასრულდება და მოძრაობა სრულად აღდგება.
გზის სრული რეაბილიტაცია აგვისტოს თვეში დასრულდება.
დაახლოებით 70 ჰექტარი ტერიტორიის უკეთ დატვირთვისა და კერძო სექტორის დაინტერესების მიზნით, მუნიციპალიტეტი რამდენიმე პროექტს

ამინდი