კოტე ცირეკიძე: მინდა ქუთაისს რეალურად დამოუკიდებელი და თავისუფალი ტელევიზია ჰქონდეს

ქუთაისში, ხვალ ახალი ტელევიზია "ტვ ქუთაისი" იხსნება.
როგორც ტელევიზიის მფლობელი კოტე ცირეკიძე ტოპნიუსთან საუბრისას აცხადებს, ტელევიზიის გახსნის მიზეზი ის გახდა, რომ მას სურს ქალაქს რეალურად დამოუკიდებელი, ობიექტური და მაღალხარისხიანი რეგიონული ტელევიზია ჰქონდეს.
"ტელევიზიის გახსნა, შეიძლება ითქვას, რომ ჩემი დიდი ხნის სურვილია, რომელიც ჟურნალისტური საქმიანობით და საკუთარი ქალაქის სიყვარულით არის ნაკარნახევი. მინდა, რომ ქუთაისს რეალურად დამოუკიდებელი, ობიექტური, მიუკერძოებელი და თავისუფალი ტელევიზია ჰქონდეს. ვფიქრობ, ამას თითოეული ჩვენი თანაქალაქელი იმსახურებს,“ - ამბობს ცირეკიძე.
„ტვ ქუთაისის“ მფლობელის განცხადებით, ტელეკომპანიის მთავარი მიმართულება ადგილობრივი მოსახლეობისა და ზოგადად სოციუმთან დაკავშირებული პორობლემები იქნება.
„ტელეკომპანია "ქუთაისის" სიგნალს მოსახლეობა უმაღლეს HD ხარისხით მიიღებს. ვიმედოვნებ, რომ ახალგაზრდული შემართებითა და დიდი ენთუზიაზმით საკუთარ საქმეს ჩვენი არხი გააკეთებს ისე, როგორც ჩვენი ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქს ეკადრება."- ამბობს ცირეკიძე.
ცნობისთვის „ტელეკომპანია ქუთაისის“ 50-პროცენტიანი წილი კოტე ცირეკიძეს ეკუთვნის, ხოლო დარჩენილ 50 პროცენტს შოთა ჩიქოვანი ფლობს.