ქუთაისელი სპორტსმენის წყალობით, ქართველი ძიუდოისტები ევროპის ჩემპიონები გახდნენ
თარიღი : 29-11-2021, 16:17 | კატეგორია: მთავარი თემა

რუსეთის ქალაქ უფაში გამართულ ევროპის გუნდური ჩემპიონატის ფინალში ქართველმა ძიუდოისტებმა 4-3 დაამარცხეს ნიდერლანდების ნაკრები და შერეულ გუნდურ ჩემპიონატზე უფროსებში პირველად მოიპოვეს ევროპის ჩემპიონის ტიტული.
ნაკრების წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქუთაისელმა ძიუდოისტმა, ახალგაზრდებში მსოფლიო ჩემპიონმა საბა ინანეიშვილმა, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე ხუთიდან ხუთივე შეხვედრა იპონით მოიგო.
ნიდერლანდებთან ფინალური დაპირისპირების გადამწყვეტ შეხვედრაში, საბამ ბრწყინვალე იპონით მოუგო იურ სპაიკერსს და ნაკრებს ჩემპიონობა მოაპოვებინა.