Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ტყიბულში, ქვანახშირის კარიერზე დაშავებული მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

თარიღი : 28-11-2021, 11:18 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ტყიბულში, მიწის მასის ქვეშ მოყოლილი 65 წლის მამაკაცი ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალშია მოთავსებული. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

ექიმის ინფორმაციით, ვიტალი ტურძილაძე რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება. დავით ჯანაშია ამბობს, რომ პაციენტი სამედიცინო დაწესებულებაში ფილტვებისა და გულმკერდის დაჟეჟილობით, ასევე ხანგრძლივი ზეწოლის სინდრომით შეიყვანეს.

შემთხვევა ტყიბულში, ქვანახშირის კარიერზე გუშინ მოხდა. კარიერის გამაგრებითი სამუშაოების დროს მიწის მასა ჩამოიშალა და ორი ადამიანი ქვეშ მოიყოლა. მათგან ერთი მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს.


ნანახია: 308-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი