Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ტყიბულში, ქვანახშირის კარიერზე, ჩამოშლილი მიწის მასის ქვეშ მოყოლილი ორი ადამიანიდან ერთი გარდაცვლილი იპოვეს

თარიღი : 27-11-2021, 22:38 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ტყიბულში საძიებო-სამაშველო ოპერაცია დასრულდა. მაშველებმა ქვანახშირის კარიერზე, ჩამოშლილი მიწის მასის ქვეშ მოყოლილი ორი ადამიანიდან ერთ-ერთი გარდაცვლილი იპოვეს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა ტყიბულში, ქვანახშირის კარიერზე მიწის მასის ქვეშ მოყოლილი ორი მოქალაქის საძიებო-სამაშველო ღონისძიების ფარგლებში მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ცხედარი უკვე ამოსვენებულია კარიერიდან და ადგილზე სამაშველო ღონისძიება დასრულებულია.

რამდენიმე საათის წინ ამავე კარიერში მაშველებმა მოახერხეს მიწის მასის ჩამოშლის შედეგად მოყოლილი მეორე მოქალაქის კონტაქტურ მდგომარეობაში პოვნა და მისი უსაფრთხო ადგილზე ამოყვანა. მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფების მიერ გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში,”-აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

შემთხვევის ადგილზე მუშაობდნენ იმერეთის მთავარი სამმართველოს და განსაკუთრებულ სიტუაციების რეაგირების მთავარი სამმართველოს ჯგუფები. ტყიბულში მობილიზებულები იყვნენ ცენტრალური კოორდინაციის სამმართველოს სპეციალისტები.


ნანახია: 431-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი