Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რა ხდება ტყიბულში, სადაც ქვანახშირის კარიერზე მიწა ჩამოიშალა

თარიღი : 27-11-2021, 20:26 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ტყიბულში, ქვანახშირის კარიერში, მიწის მასაში მოყოლილი მეორე ადამიანის ადგილსამყოფელი დადგენილია. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

„სამაშველო ჯგუფების მიერ უკვე დადგენილია მეორე მოქალაქის ადგილსამყოფელი და ამ დროისთვის მიმდინარეობს მისი გამოყვანის ღონისძიება. შემთხვევის ადგილზე მუშაობენ იმერეთის მთავარი სამმართველოს და განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციების რეაგირების მთავარი სამმართველოს ჯგუფები. მობილიზებულები არიან ცენტრალური კოორდინაციის სამმართველოს სპეციალისტები“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, ტყიბულში კუსტარულად მოწყობილ ერთ-ერთ კერძო შახტაში, ქვანახშირის ფენა ჩამოიშალა და ორი მეშახტე მოიყოლა.

შემთხვევა დაახლოებით 14:00-დან 15:00 საათამდე შუალედში მოხდა. მას შემდეგ, რაც მეშახტეებმა შახტის მფლობელს სატელეფონო ზარზე არ უპასუხეს, მან მეშახტეების ძებნა დაიწყო და აღმოაჩინა, რომ ობიექტზე უბედურ შემთხვევას ჰქონდა ადგილი.

50 წლამდე ასაკის ა. ა. და 65 წლამდე ასაკის ვ. ტ. ჩამოშლილი მადნის ქვეშ მოყვნენ. მაშველებს მხოლოდ ვ. ტ. ეკონტაქტებოდა. აღნიშნული პიროვნების ამოყვანა მაშველებმა მოახერხეს და ტყიბულის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

“ტყიბულში არსებულ კუსტარულ შახტებს მადნის მოპოვება შრომის ინსპექციის მიერ ჰქონდათ აკრძალული, რადგან ისინი საერთოდ ვერ პასუხობდნენ შრომის უსაფრთხოების სტანდარტის მინიმალურ მოთხოვნებსაც კი...

პოლიცია ადგილზე იმყოფება, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი საკვლევი თემა პირველ რიგში იქნება შემდეგი: ვისი დავალებით ასრულებდნენ გამაგრებით სამუშაოებს ა. ა. და ვ. ტ.,”-ამბობს ტყიბულის მეშახტეთა პროფკავშირის თავმჯდომარე გაგა ისაკაძე.


ნანახია: 347-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი