Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ნდობა და მოლოდინი დეცენტრალიზაციის მიმართ საქართველოში-კონფერენცია, რომელშიც ხარაგაულის მერი მონაწილეობს

თარიღი : 26-11-2021, 21:48 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ხარაგაულის მერი კობა ლურსმანაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის დეცენტრალიზაციის პლატფორმა 2021-ის კონფერენციაში მონაწილეობს.

კონფერენციის ძირითად თემებს წარმოადგენს:

საქართველოს დეცენტრალიზაციის 2020 – 2025 წლების სტრატეგიის განხორციელების პროგრესი

დეცენტრალიზაცია და ადგილობრივი თვითმმართველობა გამოწვევები და წარმატებული ისტორიები საქართველოში

კარგი მმართველობის საუკეთესო პრაქტიკების გაზიარება.

“შეხვედრაზე განვიხილავთ თუ როგორია ნდობა და მოლოდინი დეცენტრალიზაციის მიმართ საქართველოში. პოლონეთის მხარის მიერ შეხვედრაზე გაზიარებულ იქნა კარგი მმართველობის პრაქტიკა, მიმდინარეობს დისკუსიები, თუ როგორ გამოვიყენოთ საუკეთესოდ პოლონეთის გამოცდილება.

კონფერენციის მიზანი გახლავთ ადგილობრივ დონეზე გამჭვირვალობის, მმართველობის ხარისხის, მუნიციპალური სერვისების მიწოდებისა და მოქალაქეთა ჩართულობის კუთხით არსებული გამოწვევების, დაგეგმილი რეფორმების, და ინოვაციური მიდგომების განხილვა,”-ამბობს კობა ლურსმანაშვილი.

კონფერენცია ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების, ექსპერტების, დონორებისა და ადგილობრივი, ასევე, ცენტრალური, ხელისუფლების წარმომადგენლების ჩართულობით ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება.


ნანახია: 170-ჯერ

მსგავსი სიახლეები
კონფერენციაში მონაწილე თვითმმართველი ქალაქების მერები აცხადებენ, რომ კონფერენციაზე მიღებულ გამოცდილებას თავიანთ მუნიციპალიტეტებში

ამინდი