Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

საკადრო ცვლილებები ზესტაფონის მერიაში

თარიღი : 26-11-2021, 15:29 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერს ორი მოადგილე ეყოლება.

მერიის თანმშრომლებს ვასილ გველესიანმა ახალი მოადგილეები წარუდგინა.

მერის გადაწყვეტილებით, ვიცე-მერის ადგილს გელა ჯუღელი დაიკავებს. მოადგილის პოზიციაზე დაინიშნა ასევე მალხაზ შერგელაშვილი.

როგორც ზესტაფონის მერი აღნიშნავს, მოადგილეების პოზიციაზე ისეთი კადრი შეარჩია, რომლებსაც ხალხთან ურთიერთობის წლების გამოცდილება აქვთ და ამიერიდან უფრო მჭიდრო კავშირი ექნებათ მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლებთან ქალაქის სოციალური, კულტურული თუ ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

გელა ჯუღელი პროფესიით ეკონომისტია. ის წლების განმავლობაში მუშაობდა ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში მომარაგება- გასაღების განყოფილების უფროსად. 2015 – 2016 წლებში კი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის პოზიციას იკავებდა.

მალხაზ შერგელაშვილი პროფესიით ეკონომისტია. აქვს საგადასახადო ინსპექციასა და რკინიგზის დეპარტამენტში მუშაობის გამოცდილება. 2013 – 2015 წლებში მალხაზ შერგელაშვილი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიაში ქალაქის ტერიტორიული ორგანოს უფროს სპეციალისტად მუშაობდა.


ნანახია: 254-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქალაქის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ ზამბახიძე, მერიის ადმინისტრაციული სამსახურის
ზესტაფონში, მერის გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყო.

ამინდი