Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

“წარმატება არ შეიძლება გავიგოთ, როგორც რაიმე პრიზი, რომელიც შეიძლება მოიპოვო და შემდეგ არაფერია საჭირო. თუ ყოველდღიურად არ ხარ მობილიზებული და ყურადღებით არ მოეკიდები ნებისმიერ ნიუანსს, წარმატება მარტივად შეიძლება გადაიქცეს წარუმატებლობად”

თარიღი : 25-11-2021, 22:59 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge ქუთაისის მერიის კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილებასთან ერთად, ქალაქში მცხოვრები ნიჭიერი, სხვადასხვა შემოქმედებითი უნარით დაჯილდოვებული, საკუთარ სფეროში წარმატებული და საზოგადოებისათვის აქამდე უცნობის ახალგაზრდების აღმოჩენას და მათი წარმატების ისტორიის თქვენთვის გაზიარებას აგრძელებს.

Youth Media-ასეთია იმ პროექტის სახელწოდება, რომელიც ქუთაისის მერიის კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების მხარდაჭერით განხორციელდება და რომლის ფარგლებშიც, წარმატებული ახალგაზრდების აღმოჩენის პროცესი მომდევნო ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება.

პროექტის ფარგლებში, იმერეთის მთავარ საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-ზე განთავსდება სტატიები წარმატებული ახალგაზრდებისა და მათი წარმატების ფორმულის შესახებ, ასევე, მომზადდება ვიდეოსიუჟეტები ახალგაზრდებისათვის საინტერესო და აქტუალურ საკითხებზე.

“ახალგაზრდული მედია”-ს მორიგი რესპონდენტი გიზო ბანძელაძეა. მისი ძირითადი პროფესია ჟურნალისტიკა არის, თუმცა ცდილობს ცხოვრება მრავალფეროვანი გახადოს და ამიტომ, თამამად იცვლის საქმიანობის სფეროებს.

გიზო ამჟამად საკუთარ რესტორანს მართავს. ბარ-რესტორნის მთელი სისტემა დამოუკიდებლად ააწყო. სცადა და გამოუვიდა, რადგან სხვა ვარიანტს გამართლების გარდა, არც განიხილავდა.

“მიუხედავად იმისა, რომ ვარ ჟურნალისტი, ეს არის ჩემი ძირითადი პროფესია და საქმე, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს, ცხოვრებაში ბევრ სხვა სფეროშიც მიცდია ბედი. ზოგადად ვცდილობ ცხოვრება მრავალფეროვანი და საინტერესო გავხადო და ამიტომ, თამამად ვიცვლი ხოლმე საქმიანობის სფეროებს.
https://i.postimg.cc/0j2tZ66C/80-D44219-12-B2-43-EC-AA61-931-B73-A89-B58.jpg
სარესტორნო ბიზნესის იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც ჩემს ცხოვრებაში შემოვიდა ჩემი მეუღლე და აღმოჩნდა, რომ ორივეს გვქონდა პატარა ოცნება-გვქონოდა ჩვენი საკუთარი რესტორანი. პანდემიის მიუხედავად, არ შევუშინდით გამოწვევას და გავხსენით ბარ-რესტორანი „სახლში“, რომლის კონცეფცია და გარემო მთლიანად ჩვენი შექმნილია. მარტივი ნამდვილად არ იყო, რადგან ორივესთვის ახალი სფერო იყო, თუმცა კარგად ვუმკლავდებით და საკმაოდ ბევრი ადამიანი გვსტუმრობს და მოსწონთ როგორც გარემო, ისე მენიუ და მომსახურების ხარისხი,”-გვიყვება გიზო.

ახალგაზრდა მეწარმე თვლის, რომ უკვე მიღწეული შედეგი მოდუნების საშუალებას არ უნდა გვაძლევდეს და მის შესანარჩუნებლად ყოველდღიური მობილიზებაა საჭირო.

“წარმატება არ შეიძლება გავიგოთ, როგორც რაიმე პრიზი, რომელიც შეიძლება მოიპოვო და შემდეგ არაფერია საჭირო. თუ ყოველდღიურად არ ხარ მობილიზებული და ყურადღებით არ მოეკიდები ნებისმიერ ნიუანსს, წარმატება მარტივად შეიძლება გადაიქცეს წარუმატებლობად. ამიტომ ვფიქრობ, რომ მაშინ ხარ წარმატებული, როცა ყოველთვის ხარ ტონუსში და მზად ნებისმიერი გამოწვევისთვის. ბანალური ვიქნები და ვიტყვი, რომ წარმატების მისაღწევად რეალურად ბევრი შრომა არის საჭირო.

ახალგაზრდებს პირველ რიგში ვურჩევდი, აუცილებლად ბევრი დრო დაუთმონ განათლებას. გქონდეს საკუთარი ბიზნესი- ნიშნავს დიდ პასუხისმგებლობას, ამიტომ საჭიროა ისწავლო ყველაფრისგან და ყოველდღიურად. მნიშვნელოვანია, რომ ყოველთვის მზად იყო სიახლეებისთვის და არ შეგეშინდეს გამოწვევების,”-ამბობს გიზო ბანძელაძე.


ნანახია: 605-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი