Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის მერობის კანდიდატს ბრალდებებს უყენებენ-რაში ადანაშაულებენ შოთა მურღულიას?

თარიღი : 10-05-2014, 11:11 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის მერიის ეკონომიკური სამსახურის მთავარი სპეციალისტი მერი კახიანი ქუთაისის მერის მოვალეობის ყოფილ შემსრულებელს და „ქართული ოცნების“ ქუთაისის მერობის კანდიდატს შოთა მურღულიას დოკუმენტებების გაყალბებაში ადანაშაულებს.
მერი კახიანის თქმით, მურღულიამ სისხლის სამართლის ორი დანაშაული ჩაიდინა. კახიანის თქმით, მურღულიამ მისი ის დახასიათება გააყალბა, რომელიც მას უზენაეს სასამართლოში უნდა გაეგზავნა.
მერი კახიანი მერიის ეკონომიკური სამსახურის მთავარი სპეციალისტის თანამდებობიდან 2013 წლის 21 ივნისს, მერიაში ჩატარებული რეროგანიზაციის შედეგად გაათავისუფლეს. მან სამსახურიდან გათავისუფლება ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა. საქალაქო სასამართლომ კახიანის სარჩელი დააკმაყოფილა. პირველი ინსტანციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მერიამ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.
„სააპელაციომაც დააკმაყოფილა ჩემი საჩივარი. მერიამ ამის შემდეგ 6 თვიანი ხელშეკრულება შემომთავაზა, რაზეც მე პრინციპებიდან გამომდინარე, უარი ვთქვი. ამის შემდეგ გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში გავასაჩივრე. სასამართლოში წარსადგენად მე მერიიდან დახასიათება მჭირდებოდა. მე მაქვს ორი დახასიათება, რომლებიც ერთმანეთისაგან თვისობრივად განსხვავებულია. პირველ დახასიათებას, სადაც ჩემი საქმიანობა დადებითად არის ასახული, მურღულიამ ხელი არ მოაწერა. მას უთქვამს, ასეთი დახასიათება რომ გაიგზავნოს უზენაეს სასამართლოში, სასამართლო კახიანის საკასაციო საჩივარს დააკმაყოფილებსო. მე მოვუწოდებ შოთა მურღულიას, მოხსნას მისი კანდიდატურა. ის ბოროტად იყენებს დავით ნარმანიასთან 14 წლიან მებობრობას. მე ყოველ ღონეს გამოვიყენებ, რომ ბოლომდე ვიბრძოლო კრიმინალი შოთა მურღულიას წინააღმდეგ,“ - აცხადებს კახიანი.


ნანახია: 2188-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მერიის იურისტი ირაკლი გიორგაძე იმ ბრალდებებს პასუხობს, რომელიც ქალაქის მერიის ყოფილმა თანამშრომელმა მერი კახიანმა მერის
ქუთაისის მერიაში განაცხადეს, რომ მერიამ საქალაქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა,
"ნუ გარდაიქმნებით თოფურიძე-თევდორაძის კლანური დაჯგუფების მარიონეტებად და დადექით კანონიერებისა და სამართლიანობის მხარეს! ნუ
ქუთაისის მერიის ყოფილი თანამშრომელი მერი კახიანი სამსახურში აღდგენას ელოდება. კახიანმა, რომელიც გასული წლის ზაფხულში,
რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოს, სააპელაციომ პროკურატურის მოთხოვნა კვლავ არ დააკმაყოფილა, ხოლო თემურ ცამციშვილის სააპელაციო
ქუთაისში მდებარე მეტალურგიულმა ქარხანა „ჰერკულესმა“ უზენაეს სასამართლოში დავა წააგო.

ამინდი