Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში ფაშიზმზე გამარჯვების 69–ე წლისთავი აღნიშნეს

თარიღი : 9-05-2014, 15:51 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
ფაშიზმზე გამარჯვების 69-ე წლისთავთან დაკავშირებით იმერეთის გუბერნატორმა ზაზა მეფარიშვილმა და ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ნოდარ მიქიაშვილმა მეორე მსოფლიო ომის ის მონაწილეები მოინახულეს, რომლებსაც გადაადგილება არ შეუძლიათ. ვეტერანები ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა სახლში მოინახულეს და ნობათიც მიუტანეს. დღესვე მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებმა,ქალაქის ვიცე– მერმა კონსტანტინე ქავთარაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან კირკიტაძემ და ადგილობრივი თვითმმართველობის წევრებმა , მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. ომის ვეტერანებისთვის საზეიმო მიღება საბრძოლო დიდების მუზეუმშიც გაიმართა.
,,ფაშიზმზე გამარჯვება უდიდესი მოვლენა იყო. საქართველოდან მეორე მსოფლიო ომში 700 000 ადამინი წავიდა, მათგან ნახევარი უკან არ დაბრუნებულა, დანარჩენები კი გმირებად დაბრუნდნენ. ჩვენ ვცდილობთ ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის,რომ ვეტერანებმა ღირსეულად და დაფასებულად იგრძნონ თავი“-განაცხადა მერის მოვალეობის შემსრულებელმა ნოდარ მიქიაშვილმა.
თითოეულმა ვეტერანმა ადგილობრივი ბიუჯეტიდან საჩუქრად 100 ლარი მიიღო. ქუთაისში ამ დროისთვის 63 ვეტერანი ცხოვრობს.


ნანახია: 1770-ჯერ

მსგავსი სიახლეები
შოთა მურღულიამ და გივი ჭიჭინაძემ ქუთაისში მცხოვრებ 47 ვეტერანს მედლები და პრემიერის წერილი გადასცეს. თითოეულმა ვეტერანმა
ქუთაისში მცხოვრებმა 30-მა ვეტერანმა, ფაშიზმზე გამარჯვების 72-ე წლისთავთან დაკავშირებით, ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფულადი საჩუქარი,
ვეტერანები მეორე მსოფლიო ომის მემორიალთან შეიკრიბნენ და ის გვირგვინებით შეამკეს.
ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობა ულოცავს ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების 71-ე წლისთავს და 9 მაისს ეპატიჟება დღესასწაულზე.
ტყიბულში ფაშიზმზე გამარჯვების 71-ე წლისთავი აღნიშნეს.

ამინდი