Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

მართვის მოწმობის გამოცდის რეალურ მოძრაობაში ჩაბარება 2022 წლის აპრილიდან სავალდებულო ხდება

თარიღი : 16-11-2021, 16:31 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
მართვის მოწმობის რეალურ პირობებში ჩაბარება 2022 წლის 25 აპრილიდან იქნება სავალდებულო. პარლამენტმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ინიცირებულ კანონპროექტს სამი მოსმენით დაუჭირა მხარი, რაც ნიშნავს, რომ საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნების შემდეგ, ის ძალაში შევა.

„2022 წლის 25 აპრილიდან გახდება სავალდებულო რეალურ პირობებში მართვის მოწმობის ჩაბარება, ეს ეხება პირველ ეტაპზე “B” და “BE” ეკატეგორიის ავტომობილებზე, ხოლო 2022 წლის 7 ნოემბრიდან რეალურ მოძრაობაში გამოცდის ჩაბარევა სავალდებულო გახდება ყველა კატეგორიის მართვის მოწმობის მისაღებად“, - განაცხადა პლენარულ სესიაზე შს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძემ.

"სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის პრაქტიკული ნაწილი ხდება ორეტაპიანი. პირველი ეტაპი (სპეციალური მანევრები) ჩატარდება დახურულ საგამოცდო მოედანზე (როგორც ეს ამჟამადაც ხორციელდება), ხოლო მისი წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, მეორე ეტაპი ჩატარდება რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში, წინასწარ შერჩეულ და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დამტკიცებულ მარშრუტებზე", - წერია "საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების პროექტის განმარტებით ბარათში.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის მართვის მოწმობისთვის გამოცდის ჩაბარება ერთეტაპიანია და სპეციალურად მოწყობილ მოედნებზე მიმდინარეობს.


ნანახია: 404-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მართვის მოწმობის ასაღებად პრაქტიკული გამოცდის რეალურ მოძრაობაში ჩაბარება მიმდინარე წლის 1-ელი ივლისიდან იყო დაანონსებული, თუმცა
უწყების ერთ-ერთი ინიციატივის განხორციელება, რომელიც მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის რეალურ მოძრაობაში ჩაბარებას გულისხმობს,