Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

“იმაზე დიდი ბედნიერება და სიამაყის შეგრძნება არ არსებობს, როცა რთულ სიტუაციებს თავს ართმევ და იმარჯვებ ავადმყოფობაზე”

თარიღი : 16-11-2021, 15:40 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge ქუთაისის მერიის კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილებასთან ერთად, ქალაქში მცხოვრები ნიჭიერი, სხვადასხვა შემოქმედებითი უნარით დაჯილდოვებული, საკუთარ სფეროში წარმატებული და საზოგადოებისათვის აქამდე უცნობის ახალგაზრდების აღმოჩენას და მათი წარმატების ისტორიის თქვენთვის გაზიარებას აგრძელებს.

Youth Media-ასეთია იმ პროექტის სახელწოდება, რომელიც ქუთაისის მერიის კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების მხარდაჭერით განხორციელდება და რომლის ფარგლებშიც, წარმატებული ახალგაზრდების აღმოჩენის პროცესი მომდევნო ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება.

პროექტის ფარგლებში, იმერეთის მთავარ საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-ზე განთავსდება სტატიები წარმატებული ახალგაზრდებისა და მათი წარმატების ფორმულის შესახებ, ასევე, მომზადდება ვიდეოსიუჟეტები ახალგაზრდებისათვის საინტერესო და აქტუალურ საკითხებზე.

პროექტის მორიგი სტუმარი ახალგაზრდა, წარმატებული ექიმი თეონა ლორთქიფანიძეა.

“დავიბადე ექიმების ოჯახში. ალბათ ყველა ბავშვისთვის მშობელი უნდა იყოს მაგალითის მიმცემი, შესაბამისად მოხდა ჩემს შემთხვევაშიც: ჩემი ოჯახის წევრების პროფესიამ და ცხოვრების წესმა გარკვეული გავლენა მოახდინა ჩემი მომავალი პროფესიის არჩევაში,”-ამბობს თეონა.

თეონა ლორთქიფანიძე “კლინიკა ბომონდი”-ს კოვიდცენტრის სამეანო-გინეკოლოგიურ განყოფილებაში კოვიდდადებით ორსულებსა და მელოგინეებზე უკვე ორი წელია ზრუნავს. ამბობს, რომ ნებისმიერი ტიპის დახმარების გაწევა ადამიანებისათვის დიდი ბედნიერებაა. ორი წლის მანძილზე თეონას არაერთი რთული შემთხვევის მართვა მოუხდა, თუმცა ბედნიერია, რომ სიცოცხლის გადარჩენა შეძლო.

“ჩემთვის ექიმობა არის ის პროფესია, როცა ყველაზე მეტად გეძლევა ადამიანების დახმარების შანსი. განსაკუთრებული სირთულეები წარმოიშვა ბოლო ორი წლის მანძილზე, მას შემდეგ რაც პანდემიის პირისპირ დავდექით. იმაზე დიდი ბედნიერება და სიამაყის შეგრძნება არ არსებობს, როცა რთულ სიტუაციებს თავს ართმევ და იმარჯვებ ავადმყოფობაზე,”-გვეუბნება თეონა.

თეონას ყოველი დღე იწყება, გრძელდება და მთავრდება პაციენტებზე ზრუნვით.

“ჩემი ცხოვრების ამ ეტაპზე სხვა განრიგი და დღის წესრიგი არ მაქვს,”-აღნიშნავს თეონა.

ახალგაზრდა, წარმატებული ექიმი თვლის, რომ აუცილებელია, ახალგაზრდებმა არ თქვან უარი მიზანზე და იბრძოლონ მიზნის მისაღწევად.

“ახალგაზრდებს ვურჩევდი, დაივიწყონ შიში და არ გადაუხვიონ მიზნისკენ მიმავალ გზას. არ დანებდნენ, თუ კი საწყის ეტაპზე რაიმე ისე არ გამოუვათ, როგორც მათ წარმოდგენებში იყო,”-ამბობს თეონა.


ნანახია: 138-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი