Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

‘ნამახვანჰესი’ შესაძლოა კვლავ კომპანია ‘ენკა’-მ ააშენოს

თარიღი : 15-11-2021, 16:30 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა აცხადებს, რომ „ნამახვანის“ ინვესტორთან უკვე შედგა ორი შეხვედრა სამუშაო ჯგუფების ფარგლებში და პროცესი გაგრძელდება.

მისივე თქმით, პროექტიდან გასვლასთან ერთად, განიხილება "ენკას" მიერ პროექტის გაგრძელებაც.

„კიდევ იქნება შეხვედრები. ჩვენი ამოცანაა, რომ კომპანიასთან შეთანხმება მოხდეს ამა თუ იმ ფორმით, არბიტრაჟის გარეშე. შემხვედრ სურვილსაც ვხედავთ. თანაბრად განიხილება, როგორც მათ მიერ პროექტის გაგრძელება, ასევე მათი პროექტიდან გასვლა, გარკვეული პირობებით. ორივე შემთხვევაში ეს ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება უნდა იყოს“,- აღნიშნა თურნავამ.

22 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ თურქული კომპანია "ენკა" საქართველოს მთავრობასთან "ნამახვანჰესის" ხელშეკრულებას წყვეტს. რის შემდეგაც ეკონომიკის სამინისტროში განაცხადეს, რომ ხელშეკრულების შეწყვეტა 1 თვეში იგეგმება და ამ დროის განმავლობაში, მთავრობა ინვესტორთან კომუნიკაციას გააგრძელებს. ადგილობრივებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის პროტესტის გამო, $800 მილიონიანი პროექტი თვეების განმავლობაში შეჩერებული იყო.


ნანახია: 808-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი