ვედმედევა თეატრიდან შელახული იმიჯის გამო გაუშვეს

ქუთაისის ბალანჩივაძეების ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი გოგი ჭიჭინაძე უკვე ყოფილი დირეტქორის ხატია ვედმედევას ბრალდებებს პასუხობს. ჭიჭინაძე ღიად აცხადებს, რომ მან ვედმედევას პოსტი პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე დაატოვებინა, თუმცა, მასთან პიროვნულ კონფლიქტს გამორიცხავს და ამბობს, რომ ვედმედევა დაკისრებულ მოვალოებას თავს ვერ ართმევდა. ამასთანავე ჭიჭინაძე არ მალავს, რომ ვედმედევას გათავისუფლების ერთ–ერთი მთავარი მიზეზი სოციალურ ქსელებში მომხმარებლების მიერ ვედმედევას მისამართით გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებები გახდა.
"არ შეიძლება პოსტზე იყოს ადამიანი, რომელსაც აკადრეს ისეთი რამ, რაც ხატია ვედმედევას. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პიროვნულ ღირსებას და ხელმძღვანელ პოსტზე მყოფის იმიჯს",–აცხადებს ჭიჭინაძე.
ჭიჭინაძე ყოფილ დირექტორს მენეჯმენტსაც უწუნებს და ამბობს, რომ ვედმედევა ვერ ახერხებდა ეფექტურ კომუნიკაციას სხავდასხვა უწყებებთან.
შეგახსენებთ რომ, ოპერისა და ბალეტის თეატრის უკვე ყოფილმა დირექტორმა პოსტი დღეს დატოვა. მან, თანამდებობიდან მისი გათავისუფლება სამხატვრო ხელმძღვანელის მხრიდან პიროვნული დისკრედიტაციით ახსნა.