Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

წყალტუბოსა და ბაღდათში სასათბურე მეურნეობები მოეწყობა

თარიღი : 13-11-2021, 11:39 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე შპს ,,იმერეთის აგრო ზონის“ დირექტორ არჩილ ბუკიასა და ამხანაგობა „GeoHolding” & KSH Consortium-ის აღმასრულებელ დირექტორ გიორგი დადიანს შეხვდა. შეხვედრის თემას იმერეთში სასათბურე მეურნეობის კლასტერის მოწყობა წარმოადგენდა.

პროექტით გათვალისწინებულია ჯამურად 152 ჰა მიწის ნაკვეთზე მაღალი და საშუალო ტექნოლოგიური და 16 ჰა მიწის ნაკვეთზე დაბალი ტექნოლოგიური სასათბურე მეურნეობების განვითარება.

“პროექტის ფარგლებში ასევე გათვალისწინებულია ყველა საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობა, რომელიც მნიშვნელოვანია სასათბურე მეურნეობების ოპერირებისთვის. აღნიშნული ინფრასტრუქტურა მოიცავს გაზის, ელექტროენერგიის და წყლის გამანაწილებელ შიდა ქსელს, ნაკვეთების სრულ შემოღობვას, დაცვის სისტემის ქსელს და შიდა გზებს. პროექტის ფარგლებში ასევე შეიქმნება მებაღეობის სატრეინინგო და სადემონსტრაციო და შემგროვებელი ლოგისტიკური ცენტრები, რომლებიც მოემსახურებიან პროექტში ჩართულ ინვესტორებს და ასევე იმერეთის რეგიონში არსებულ ფერმერებს და მესათბურეებს,”-ამბობს ზვიად შალამბერიძე.

2021 წლის 1 -ელ ნოემბერს, პროექტის მეორე ეტაპი, 220 ჰა სასათბურე მეურნეობის კლასტერის განვითარების პროექტზე, ოფიციალური წინადადებების მიღება (Request for Proposal – RfP) გამოცხადდა, რომელიც 2021 წლის 31 დეკემბრამდე გაგრძელდება. წინადადებების მიღების ეტაპზე ჩატარებული კონკურსის შედეგად შეირჩევიან ინვესტორები, რომლებთანაც შესაბამისი ხელშეკრულებები გაფორმდება.

ცნობისთვის, იმერეთის აგროზონის პროექტი წყალტუბოსა და ბაღდათის მუნიციპალიტეტს შეეხება. მის მიზანს ადგილობრივი პროდუქციის წარმოების ზრდა და იმპორტული პროდუქციის ჩანაცვლება წარმოადგენს.


ნანახია: 239-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორი რევაზ ასათიანი წყალტუბოში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს
ღონისძიება ბაღდათის რაიონის სოფელ ქვედა დიმში, შალვა კვინიხიძის სასათბურე მეურნეობაში გაიმართება.

ამინდი