ხატია ვედმედევა:– თეატრი გოგი ჭიჭინაძემ დამატოვებინა

ქუთაისის ბალანჩივაძეების ოპერისა და ბალეტის თეატრის ყოფილი დირექტორი თეატრიდან წასვლის მიზეზებზე საუბრობს. სპეციალურ ბრიფინგზე ვედმედევამ განაცხადა, რომ მას პოსტის დატოვება კონკრეტულმა პირებმა აიძულეს.
"შემოვიდა გოგი ჭიჭინაძე ჩემს კაბინეტში და მითხრა:– უხმაუროდ და შენი ნებით დაწერე განცადება გადადგომის შესახებ. ის ცდილობდა დავეწმუნებინე, რომ მთავრობაში იყო გადაწყვეტილი თეტარიდან ჩემი გაშვება, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ჩემი გათავისუფლების ოფიციალურ მიზეზად ბიუჯეტში აღმოჩნილი დარღვევები დასახელდა, თუმცა, არც ეს არის სიმართლე. მე როცა მოვედი აქ, მაშინაც პრობლემები იყო ბიუჯეტში და მე თვითონ მოვითხოვე აუდიტის შემოსვლა თეატრში. ყველა ბრალდება უსაფუძვლოა. მე პიროვნული დისკრედიტაციის გამო გამიშვეს თეატრიდან",–აცახდებს ხატია ვედმედევა.
ვედმედევასა და გოგი ჭიჭინაძეს შორის არსებული დაპირისპირების შესახებ ინფორმაცია ადრეც ვრცელდებოდა, თუმცა ვედმედევა ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფდა.
გავრცელებული ინფორმაციით საპასუხო ბრიფინგის გამართვას თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი გოგი ჭიჭინაძეც აპირებს.