Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში მამაკაცი, რომელმაც სუსის შენობა ავტომობილით ჩაკეტა, საჯარიმო ავტოსადგურზე ავტომობილიანად გადაიყვანეს

თარიღი : 12-11-2021, 13:19 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
“გირჩი”-ს წევრი, იმედა კლდიაშვილი, რომელმაც საკუთარი ავტომობილით ქუთაისში, სუსის შესასვლელი ჩაკეტა, ავტომობილთან ერთად, საჯარიმო ავტოსადგომზე გადაიყვანეს.

სუსთან მისული კლდიაშვილი სრულად პროპორციულ 2%-იან საარჩევნო სისტემაზე გადასვლას, გაზაფხულზე რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას და მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვდა.

იმედა კლდიაშვილი, რომელიც ქუთაისის ვიცე-მერობის ყოფილი კანდიდატია, საკუთარი მანქანიდან არ გადმოდიოდა და არც სუსის შესასვლელის გათავისუფლებას აპირებდა, რის გამოც ის ავტომობილიანად საჯარიმო ავტოსადგომზე გადაიყვანეს.

ცნობისთვის, სატრანსპორტო საშუალებებით სუსის შესასვლელების ბლოკირება “გირჩი”-ს წევრებმა საქართველოს ექვს ქალაქში-თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, თელავსა და გორში მოახდინეს.


ნანახია: 281-ჯერ

მსგავსი სიახლეები
შპს-ს დაფუძნებაზე მერიამ თანხმობა ქალაქის საკრებულოსგან უკვე მიიღო.

ამინდი