Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისელი მოჭიდავე, რომელიც საერთაშორისო ტურნირზე ოქროს მედლის მფლობელი გახდა

თარიღი : 11-11-2021, 20:14 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge ქუთაისის მერიის კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილებასთან ერთად, ქალაქში მცხოვრები ნიჭიერი, სხვადასხვა შემოქმედებითი უნარით დაჯილდოვებული, საკუთარ სფეროში წარმატებული და საზოგადოებისათვის აქამდე უცნობის ახალგაზრდების აღმოჩენას და მათი წარმატების ისტორიის თქვენთვის გაზიარებას აგრძელებს.

Youth Media-ასეთია იმ პროექტის სახელწოდება, რომელიც ქუთაისის მერიის კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების მხარდაჭერით განხორციელდება და რომლის ფარგლებშიც, წარმატებული ახალგაზრდების აღმოჩენის პროცესი მომდევნო ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება.

პროექტის ფარგლებში, იმერეთის მთავარ საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-ზე განთავსდება სტატიები წარმატებული ახალგაზრდებისა და მათი წარმატების ფორმულის შესახებ, ასევე, მომზადდება ვიდეოსიუჟეტები ახალგაზრდებისათვის საინტერესო და აქტუალურ საკითხებზე.

დავით კოღუაშვილი თავისუფალი სტილით მოჭიდავეა. დავითი საქართველოს ნაკრების წევრია. სპორტსმენმა ცოტა ხნის წინ, უკრაინაში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე ოქროს მედალი მოიპოვა. როგორც ამბობს, ბედნიერია, რომ გულშემატკივრების გახარება შეძლო.

“მნიშვნელოვანი ტურნირი იყო. სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. სულ ოთხი შეხვედრა ჩავატარე, ფინალში უკრაინელი სპორტსმენი დავამარცხე,”-ამბობს დავით კოღუაშვილი.

ჭიდაობით ბავშვობიდან დაინტერესდა. 14 წელია, რაც ვარჯიშობს. იცის, რომ გამარჯვება დიდი შრომის შედეგია.

“საგვარეულოში მყავდა გამოჩენილი სპორტსმენები და ალბათ ამან განაპირობა, რომ მე ამ სპორტით დავინტერესდი. პირველი დიდი ტურნირი ჩემთვის 2019 წელის ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატები იყო. დიდი გამოცდილება მივიღე, ევროპის პრიზიორი გავხდი. სულ სხვა ემოცია და პასუხისმგებლობაა, როცა შენს უკან ამდენი ადამიანია და ელოდება საუკეთესო შედეგს,”-ამბობს დავითი.

აქტიური სპორტული ცხოვრების პარალელურად, დავით კოღუაშვილი ასევე აქტიურად ზრუნავს საკუთარ განათლებაზე. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ეკოლოგიის სპეციალობის სტუდენტია.

სწავლა და სპორტული ცხოვრება მის ყოველდღიურობაში ერთმანეთს ცვლის. დავითი ამჟამად საქართველოს ჩემპიონატისთვის ემზადება. იასპარეზებს საერთაშორისო ტურნირებშიც, თუმცა მისი მთავარი მიზანი მსოფლიო ჩემპიონატისა და ოლიმპიადის მოგებაა.


ნანახია: 336-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი