Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რა პრობლემებით მიმართავენ მოქალაქეები ხარაგაულის მაჟორიტარ დეპუტატს?

თარიღი : 10-11-2021, 23:29 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი პაატა კვიჟინაძე ხარაგაულში მოქალაქეებს შეხვდა.

დეპუტატმა ადგილობრივების პრობლემები მოისმინა, გაეცნო მათ მოთხოვნებს და კომპეტენციის ფარგლებში, დახმარება გაუწია.

“ძირითადი საჭიროებებია დასაქმება, სოციალური და ჯანდაცვის საკითხების გადაწყვეტა, რაზეც აქტიურად ვმუშაობთ“,-ამბობს პაატა კვიჟინაძე.

დეპუტატის ინფორმაციით, მომართვიანობის მიხედვით, ხარაგაულის მოსახლეობასთან შეხვედრებს თვეში ერთხელ ან ორჯერ მართავს.

დღესვე, წყალაფორეთში ახალი საჯარო სკოლის მშენებლობასთან დაკავშირებით, დეპუტატის პოზიცია მოისმინეს ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა მარინე ვეფხვაძემ და წყალაფორეთის საჯარო სკოლის პედაგოგებმა.

როგორც პაატა კვიჟინაძემ განმარტა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სრულ მზადყოფნას გამოთქვამს, რომ წყალაფორეთში სკოლის ახალი შენობა აიგოს.

“გეოდეზიური სამუშაოების შედეგად დადგინდა, რომ ადგილი, სადაც წყალაფორეთში სკოლა იყო განთავსებული, მეწყერსაშიშია. ამიტომ, უნდა მოვიძიოთ ახალი ადგილი, გაკეთდეს პროექტი, რის შემდეგაც დაიწყება სამშენებლო სამუშაოები,“-განმარტა დეპუტატმა.

ინფორმაციისათვის, საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო ხარაგაულის მერიის პირველ სართულზე არის განთავსებული.

ბიურო ყოველდღე, 9:30 -საათიდან 18:30-საათამდე მუშაობს და მოქალაქეთა მიღება ყოველდღიურ რეჟიმში ხდება.

ბიუროს საკონტაქტო ტელეფონი: 577 61 33 92 -ნანა ცხვედაძე.


ნანახია: 371-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატის კობა ლურსმანაშვილის ხარაგაულის ბიურო მუშაობას ოფიციალურად შეუდგა.

ამინდი