გოგი წულაია:– ქუთაისის მერიამ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება უკვე დაიწყო
თარიღი : 8-05-2014, 13:38 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა

"არასაპარლამენტო ოპოზიციის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ქუთაისში გოგი წულაია მერიას ადმნისტრაციული რესურსის წინასაარჩევნოდ გამოყენებაში ადანაშაულებს. მისი თქმით, მერიის საბინაო სამსახურის პროგრამა ქუჩებზე შიდა გზების მოასფალტებასთან დაკავშირებით წინასაარჩევნოდ აამოქმედა.
"გასულ წელს აქვს შემოტანილი ხალხს განცხადებები გზების მოწესრიგების შესახებ და მხოლოდ ახლა გაახსენდა მერიას, რომ გზები აქვს დასაგები. რა თქმა უნდა ეს არის ფარული წინასაარჩევნო კამპანია. "ოცნებაც" ისევე იქცევა როგორც "ნაციონალები" იქცეოდნენ",–ამბობს გოგი წულაია.
წულაიას ბრალდებას უარყოფს მერიის საბინაო სამსახურის უფროსი კახა დალაქიშვილი.
"როცა გვქონდა ფული, მაშინ გავაკეთეთ. შესაძლოა ნაწილს გასულ წელსაც აქვს შემოტანილი, მაგრამ მხოლოდ განცხადება არ არის საკმარისი, ამისთვის თანხა უნდა არსებობდეს",–ამბობს დალაქიშვილი.
წულაია ადგილობრივ თვითმმართველობას მოუწოდებს არ გამოიყენოს ადმინისტრაციული რესურსი წინასაარჩევნო კამპანიისთვს.