“თეა წულუკიანის ინიციატივით, ქუთაისის ოპერის თეატრის აღორძინების პროექტი შეიქმნა”
თარიღი : 10-11-2021, 13:48 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

თეა წულუკიანის ინიციატივით, ქუთაისის ოპერის თეატრის აღორძინების პროექტი შეიქმნა-ინფორმაციას ამის შესახებ კულტურის სამინისტრო ავრცელებს.
მათი ცნობი, მინისტრის გადაწყვეტილებით, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ირინა ლომინაძე ჩაუდგება სათავეში.
“პროექტის საჭიროება კულტურის მინისტრის ქუთაისის ოპერის თეატრში მიმდინარე წლის 15 აპრილს განხორციელებული ვიზიტისას გამოიკვეთა, რის შემდეგაც დაიწყო აქტიური მუშაობა არაერთი მიმართულებით.
პროექტი გულისხმობს როგორც თეატრის შენობის სრულ განახლებასა და თანამედროვე აპარატურით აღჭურვას, ასევე, შესაბამისი ინვესტიციის განხორციელებას თეატრის ადამიანური რესურსით გაძლიერების მიზნით, მაღალი საშემსრულებლო და შემოქმედებითი დონის უზრუნველყოფასა და ქუთაისის საოპერო თეატრის მსოფლიოს წარმატებული თეატრების რიგში ჩაყენებას.
პროექტის შემუშავების პროცესში, კულტურის სამინისტროს განსაკუთრებული დახმარება აღმოუჩინა მსოფლიოში აღიარებულმა ქართველმა მომღერალმა თამარ ივერმა,”-აცხადებენ კულტურის სამინისტროში.
დღეს, ქუთაისის ოპერის თეატრს მსოფლიოში გამოჩენილი მომღერალი, საოპერო რეჟისორი, იმპრესარიო ორლინ ანასტასოვი ეწვევა, რომელიც კულტურის სამინისტროს მოწვევით ქუთაისში სამუშაო შეხვედრებს იწყებს.