Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ხარაგაულში ეტლით მოსარგებლე პირებს ახალი ეტლები გადასცეს

თარიღი : 10-11-2021, 10:07 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ ვარლამ ჭიპაშვილმა განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებს, თანამედროვე, კომფორტული ეტლები გადასცა.

ამჯერად სავარძლები ინდივიდუალური შესაძლებლობების მიხედვით, იმ პირებს გადაეცათ, ვისაც ან საერთოდ არ ჰქონდა ეტლი ან დაზიანებული იყო.

ახლო მომავალში ეტლებს დამატებით კიდევ რამდენიმე ბენეფიციარი მიიღებს.

სოციალური აქცია, საერთაშორისო ორგანიზაცია -„საქართველოს ქალები სიცოცხლისა და მშვიდობისათვის"-მხარდაჭერით მოეწყო.

როგორც მერის პირველი მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილი განმარტავს, თუკი მუნიციპალიტეტში კვლავ დადგება ეტლების საჭიროება, ხარაგაულის მერია მზადაა მოთხოვნა დააკმაყოფილოს. მისივე თქმით, ხარაგაულის მერია მაქსიმალურად უდგას გვერდით მსგავსი საჭიროების მქონე ადამიანებს და მათი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, სხვადასხვა სახის სოციალური ხასიათის პროგრამებს ახორციელებს.

ინფორმაციისთვის, მუნიციპალიტეტში მცხოვრები პირებისათვის ეტლების გადაცემა ხარაგაულის მერიის ა(ა)იპ „მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრის“ (დირექტორი ეკა შავიძე) ინიციატივით 2016 წლიდან ხორციელდება. ამ დროისათვის, 100-ზე მეტი გსმ პირი არის დამხმარე მოწყობილობით უზრუნველყოფილი.


ნანახია: 209-ჯერ

მსგავსი სიახლეები
აქცია „მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების მუნიციპალურმა ცენტრმა“ საერთაშორისო ორგანიზაცია „საქართველოს ქალები მშვიდობისა და
ეტლები ამჯერად სოფელ ალისუბანში მცხოვრებ სპეციალური საჭიროების მქონე პირებს დაურიგდათ.
ხარაგაულში შშმ პირთა საერთაშორისო დღე აღნიშნეს.

ამინდი