ქუთაისის ოპერის თეატრის დირექტორმა თანამდებობა დატოვა

ქუთაისის ბალანჩივაძეების სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის დირექტორმა ხატია ვედმედევამ თანამდებობა დატოვა. ოფიციალურ განცხადებას პოსტიდან წასვლის შესახებ ვედმედევა დღეს, ჟურნალისტებისთვის გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთებს. ვედმედევა თანამდებობიდან გადადგომის მიზეზებზე ჯერჯერობით არ საუბრობს, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით მას პიროვნული კონფლიქტი ჰქონდა თეატრიდან წასულ და შემდეგ დაბრუნებულ სამხატვრო ხელმძღვანელთან გოგი ჭიჭინაძესთან.
ვედმედევას მიერ პოსტის შესაძლო დატოვების შესახებ ინფორმაცია რანდენიმე კვირის წინ გავრცელდა, თუმცა, ვედმედევამ მაშინ ეს ინფორმაცია კატეგორიულად უარყო.
საგანგებო ბრიფინგი ოპერის თეატრში 14 საათსა და 30 წუთზეა ჩანიშნული.