ნარჩენების მართვის ახალი მეთოდი ქუთაისში 2015 წლიდან დაინერგება

დღეს "სახალხო დამცველის" ქუთაისის ოფისში "ნარჩენების მართვის ინოვაციური მეთოდების დანეგვა საქართველოს, მოლდოვასა და სომხეთის შერჩეულ ქალაქებში" გეგმის პრეზენტაცია გაიმართა. შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს პროექტის განხორციელების მეთოდები და ეტაპები. პროექტის ხელმძღვანელთა თქმით, ნარჩენების მართვის ახალი ტექნოლოგია ქუთაისში 2015 წლიდან ამოქმედდება.
"2015 წლიდან შეიცვლება ნარჩენების დახარისხება, მათი შეგროვება და გადამუშავება. უკვე გადაწყვეტილია, რომ დაახლოებით ერთ წელიწადში ნიკეას ნაგავსაყრელი გადავა თერჯოლაში. სავარაუდოდ ჭოგნარში, თუმცა, ზუსტი ადგილმდებარეობა ჯერ–ჯერობით კიდევ დავის საგანია",–ამბობს ქუთაისის მერიის დასუფთავების სამსხურის უფროსი თამაზ დეისაძე.
ნარჩენების მართვის ახალი მეთოდი საქართველოში ევროკავშირის მიერ შემუშავებულ ტექნოლოგიაზე დაყდრნობით დაინერგება, რაც პროექტის ორგანიზატორთა და "დაინტერესებულ მხარეთა კომიტეტის" წარმომადგენელთა თქმით, უფრო ეფექტურსა და უსაფრთხოს გახდის საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვება–გადამუშავების პროცესს.
"კანონი ნარჩენების მართვის შესახებ არ არსებობს, მაგრამ არის შემუშავებული კანონპროექტი, რომელიც გულისხმობს მუნიციპალური ნარჩენების მართვას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ პროექტის ფარგლებში კონკრეტულად ქუთაისისთვის შემუშავდა ნარჩენების მართვის ახალი მეთოდი",–ამბობს პროექტის ხელმძღვანელი ქეთი ცხაკაია.
ნარჩენების მართვის ინოვაციურ პროექტს ევროკავშირი 30 წელია ეფექტურად ახორციელებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.