ქუთაისის ‘ტორპედო’-მ მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლა
თარიღი : 1-11-2021, 17:56 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისის საფეხბურთო კლუბმა მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლა.
როგორც “ტორპედო”-ში აცხადებენ, კახაბერ ჩხეტიანთან თანამშრომლობის შეწყვეტის საფუძველი კლუბის ბოლო პერიოდის წარუმატებელი გამოსვლები გახდა.
“ქუთაისის "ტორპედოს" მიერ ბოლო პერიოდში ნაჩვენები შედეგებისა და დღეის მდგომარეობით არსებული სატურნირო ვითარების გათვალისწინებით, კლუბის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება, შეეწყვიტა თანამშრომლობა კახაბერ ჩხეტიანთან.
საფეხბურთო კლუბი ქუთაისის "ტორპედო" გაწეული სამუშაოსთვის მადლობას უხდის კახაბერ ჩხეტიანს და წარმატებას უსურვებს შემდგომ საქმიანობაში,”-აცხადებენ “ტორპედო”-ში.