ბაღდათი-ზესტაფონის დამაკავშირებელი გზა მოსახლეობამ გადაკეტა

ვარციხე-აჯამეთის ტერიტორიაზე მოსახლეობამ გზის საფარის მოწესრიგების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართა და გზა გადაკეტა. ადგილობრივების თქმით, ათეული წლებია გზა ამორტიზირებულ მდგომარეობაშია, რის გამოც ადგილზე მისვლას სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებიც ვერ ახერხებენ.
"გაუსაძლის მდგომარეობაში გვიწევს ყოფნა. 38 წლის ქალბატონო გარდაგვეცვალა რამდნეიმე დღის წინ იმის გამო, რომ დილით გამოძახებული სასწრაფო ღამით მოვიდა. ისეთი საშინელი გზებია სახლში პატარა ბავშვი მყავს და რძეს რომ ვყიდულობ სახლში როგორც მაწონი ისე მიმაქვს,"- აცხადებს ადგილობრივი ნინელი მაისურაძე.
გადაკეტილი გზის გასხნის თხოვნით ადგილზე ბაღდათის გამგებელი მევლუდ კიკნაველიძე მივიდა, რომელმაც მოსახლეობას განუცხადა, რომ ადგილობრივი ბიუჯეტით გზის საფარის მოწესრიგება შეუძლებელი იქნება და პრობლემის შესახებ საგზაო დეპარტმანეტს აცნობებენ.
"ეს ტერიტორია გასარკვევია ბაღდათის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის თუ ზესტაფონისას. თუმცა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გზის შეკეთებას მაინც ვერ შევძლებთ საჭირო იქნება ცენტრალური ხელსიუფლება დაგვეხმაროს,"- აცხადებს კიკნაველიძე.