Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ხატია დეკანოიძე არჩევნების შედეგებს არ ენდობა და შედეგების შესაცვლელად ბრძოლას გეგმავს

თარიღი : 31-10-2021, 15:43 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
გაერთიანებული ოპოზიციის ქუთაისის მერობის კანდიდატმა ხატია დეკანოიძემ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური შეაფასა.

დეკანოიძის თქმით, ისინი არ ენდობიან უკვე გამოცხადებულ წინასწარ შედეგებს, რადგან როგორც მერობის კანდიდატი ამბობს, არჩევნები გაყალბდა.

ხატია დეკანოიძე არჩევნების შედეგების გასაჩივრებას გეგმავს. ის ასევე ითხოვს საოლქო კომისიაში ბათილი ბიულეტენების თავიდან გადათვლას და ყველა იმ საარჩევნო უბნის შედეგების გაბათილებას, სადაც არჩევნების დღეს დარღვევები დაფიქსირდა.

დეკანოიძე აქვე ამბობს, რომ მას არც სასამართლოს და არც საოლქო კომისიის იმედი არ აქვს, თუმცა მაქსიმალურად გამოიყენებენ მათ ხელთ არსებულ ყველა საშუალებას.

“როდესაც არჩევნებს გართმევენ, ყველანაირი პროტესტი არის ლეგიტიმური,”-აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.

ცნობისთვის, ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ ქალაქში არსებული 124-ვე საარჩევნო უბნის შედეგები დათვალა.

პირველადი მონაცემების მიხედვით, გაერთიანებული ოპოზიციის ქუთაისის მერობის კანდიდატს ხატია დეკანოიძეს მხარი ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 48, 36%-მა (32703 ამომრჩეველი), ხოლო “ქართული ოცნების” კანდიდატს იოსებ ხახალეიშვილს 51,64%-მა (34925 ამომრჩეველი) დაუჭირა.


ნანახია: 476-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის N59-მა საოლქო საარჩევნო კომისიამ ქალაქში გახსნილი ყველა საარჩევნო უბნის შედეგი დაითვალა.

ამინდი