ქუთაისში საბიბლიოთეკო კვირეული დაიხურა

ტრადიციული საბიბლიოთეკო კვირეული ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში ცნობილი პოეტისა და მთარგმნელის ბორის გაპონოვის 80 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებით დაიხურა. 25–ე საქალაქო ბიბლიოთეკის ორგანიზებით 16–ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გაპონოვის მიერ ებრაულ ენაზე თარგმნილი "ვეფხისტყაოსნის" შესახებ ქართველი კრიტიკოსების მოსაზრებებიდან ამონარიდები წაიკთხეს.
"დღევანდელი ღონისძიება ეძღვნება სამი კულტურის –ქართული, ებრაული და რუსული კულტურების დესპანის ბორის გაპონოვის 80 წლის იუბილეს. ქუთაისის მკვიდრი ბორის გაპონოვი განსაკუთრებით საამაყოა ჩვენთვის",–ამბობს 25–ე საქალაქო ბიბლიოთეკის თანამშრომელი და ღონისძიების ორგანიზატორი ნანა გასვიანი.
"25 აპრილიდან 6 მაისის ჩათვლით ქუთაისში ბიბლიოთეკის კვირეული აღინიშნა. კვირეულის ფარგლებში ქალაქის ყველა ბიბლიოთეკამ უამრავ ღონისძიებას უმასპინძლა. დღევანდელი დღე კი სიმბოლურად დავამთხვიეთ ბორის გაპონოვის 80 წლის იუბილეს",–აღნიშნა ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორმა ნარგიზა ჩოგოვაძემ.
ბორის გაპონოვის მიერ თარგმნილი "ვეფხისტყაოსანი" ივრითულ ენაზე, ერთ–ერთ საუკეთესო ნიმუშად ითვლება მის უცხოენოვან თარგმანებს შორის.