Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

‘ჩემი ცოლის დაქალების’ ახალი სახე მესხიშვილის თეატრის მსახიობი გახდა

თარიღი : 28-10-2021, 11:38 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
პოპულარულ სერიალ “ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი"-ს ახალი სახე ქუ­თა­ი­სის ლადო მეს­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო პრო­ფე­სი­უ­ლი თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი ნანცო ცხვირაშვილია.

ის სერიალში ბა­ქარ ორ­ჯო­ნი­კი­ძის გმირის ახა­ლი პატრნი­ო­რის როლს ასრულებს. გოგონა ბაქარის თანასოფლელია, რომელიც ამ ორჯონიკიძის გმირს მოსწონს.

ნანცო ამბობს, რომ სერიალში რეკომენდაციით მოხვდა.

“2008 წელს ჩა­ვა­ბა­რე და 2012 წელს და­ვამ­თავ­რე შოთა რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რი­სა და კი­ნოს სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი. ჩვენ ვი­ყა­ვით „ქუ­თა­ი­სის მიზ­ნობ­რივ ჯგუფ­ში“ ბა­ტონ გი­ორ­გი სი­ხა­რუ­ლი­ძეს­თან, რო­მე­ლიც იმ წლებ­ში მეს­ხიშ­ვი­ლის თე­ატ­რის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლი იყო და პირ­ვე­ლი­ვე კურ­სი­დან, ე.ი. 2008 წლი­დან ლადო მეს­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო პრო­ფე­სი­უ­ლი თე­ატ­რის სცე­ნა­ზე უკვე პირ­ვე­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა მი­ვი­ღეთ. იმის მერე ჩემი პრო­ფე­სი­უ­ლი გზა ამ თე­ატრს უკავ­შირ­დე­ბა. იყო სხვა გა­მოც­დი­ლე­ბაც, მაგ­რამ მთა­ვა­რი და მშობ­ლი­უ­რი, მა­ინც, რა თქმა უნდა, მეს­ხიშ­ვი­ლის თე­ატ­რია.

ჩემს პერ­სო­ნაჟს რაც შე­ე­ხე­ბა, პერ­სპექ­ტი­უ­ლი გოგო მგო­ნია, ვნა­ხოთ, რა გზით გან­ვი­თარ­დე­ბა მისი ამ­ბა­ვი. ჯერ­ჯე­რო­ბით დე­დის რჩე­ვებს იზი­ა­რებს და თვი­თო­ნაც საკ­მა­ოდ დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლია, მო­ზო­მი­ლი, თან, მე­ოც­ნე­ბე, ვი­თომ ცოტა გუ­ლუბ­რყვი­ლოც. ამ ეტაპ­ზე პა­ტა­რა სივ­რცე­შია და ამი­ტომ რთუ­ლია, მთლი­ა­ნად მისი ხა­სი­ა­თი გა­მოჩ­ნდეს, თუმ­ცა ამი­თაც სა­ინ­ტე­რე­სოა,”-ამბობს მსახიობი.


ნანახია: 340-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მესხიშვილის თეატრში მსახიობის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას თეატრისა და კინოს ცნობილი სახეები ესწრებოდნენ.
ექსკლუზიური ფოტო და ვიდეო მასალა გადასაღები მოედნიდან.
დე­კა­ნო­ზი თა­მაზ ლო­მი­ძე მო­ზარ­დე­ბის სექ­სუ­ა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ წერს და შვი­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, პი­რად
1940 წელს ქუთაისის თეატრს ლადო მესხიშვილის სახელი მიენიჭა.
პე­რი­ო­დუ­ლი ტექ­ნი­კუ­რი ინ­სპექ­ტი­რე­ბა 2018 წლის 1 იან­ვრი­დან ამოქ­მედ­და და ეტა­პობ­რი­ვად ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

ამინდი